x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
შუახნის კრიზისი
image

ფრაზა „შუახნის კრიზისი“ პირველად გამოიყენა ელიოტ ჟაკმა 1965 წელს სტატიაში „სიკვდილი და შუახნის კრიზისი“ და აღწერა, როგორც ნორმალური პერიოდი სიცოცხლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ გადავდივართ ახალგაზრდობიდან ზრდასრულობაში. მის მიხედვით, ეს არის დრო, როცა მოზრდილები რეტროსპექტულად აანალიზებენ თავის ცხოვრებას და იწყებენ მომავალი სიკვდილის გაცნობიერებას. ეს არის პერსონალური ემოციური არეულობის და გამოწვევების გამკლავების პერიოდი, რომლესაც ადამიანები აღწევენ შუა ხნის პერიოდში გადასვლისას. მას ახლავს ცვლილების სურვილი ცხოვრებაში, რომელიც გამოწვეულია მომავალი დაბერებით გამოწვეული შიშითა და შფოთვით. შუახნის კრიზისის გაჩენის გავრცელებული პერიოდია 40–60 წელი. ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანები შეიძლება შეხვდნენ სხვა ფსიქოლოგიურ სტერსორებსაც, როგორებიცაა ფინანსური პრობლემები ან პრობლემები ბავშვებთან. ქცევის ცვლილებები და ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება წარმოიშვას, როდესაც ადამიანი ამ ასაკთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგას. ჯერ კიდევ არ არსებობს იმის სრული ემპირიული მტკიცებულებები, რომ ეს ფენომენი მართლაც არსებობს, თუმცა მიღებულია, რომ ეს არის საერთო მდგომარეობა ბევრი ადამიანისთვის.

შუახნის კრიზისზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. განასხვავებენ მასზე მოქმედ ექსტერნალურ და ინტერალურ ფაქტორებს. ინტერნალური ფაქტორებია

  • უკმაყოფილება ცხოვრებით და ცხოვრების სტილის ცვლილებით.
  • მოწყენილობა იმ ადამიანებითა და ყველაფერი იმით, რაც მათთვის საინტერესო იყო აქამდე.
  • თავგადასავლებისა და ცვლილების მოთხოვნილება.
  • იმ არჩევნების კითხვისნიშნის ქვეშ დაყენება, რომლებიც მათ მიიღეს ცხოვრების განმავლობაში.
  • გაუგებრობა იმის შესახებ, თუ ვინ არიან და საით მიდიან.
  • ბრაზი მეუღლის მიმართ, ეჭვი, რომ მათ ოდესღაც მართლაც უყვარდათ ის და უკმაყოფილება ქორწინებით.
  • ახალი ურთერთობის მგზნებარე სურვილი.
განსაკუთრებით მნიშნველოვანია ექსტერნალური ფაქტორები. ეს შეიძლება იყოს სტრესი, რაც გარდამავალ პერიოდს განსაკუთრებით ართულებს ან შესაძლოა ადამიანებს ჰქონედთ ბავშვობის გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც ზედაპირზე ამოტივტივდა ამ დროს. გამოყოფენ 3 ყველაზე მნიშნველოვან გარეგან ფაქტორს:

  • მნიშნველოვანი დანაკარგი – მშობლის ან ოჯახის წევრის გარდაცვალებამ შეიძლება გამოიწვიოს მწუხარება, რომლის გადალახვაც განსაკუთრებით რთულია შუა ხანში გადასვლის პრობლემებთან ერთად.
  • თავისამრიდებლური პიროვნული თვისებები – თუ ადამიანს აქვს ტენდენცია, რომ აირიოდს კონფლიქტი თავის ურთიერთობებში, იტანჯება არაადეკვატურობის გრძნობით, ემოციურად დისტანცირებულია და აქვს დაბალი თვითშეფასება, მათთვის შუახნის კრიზისი განსაკუთრებთ რთული იქნება.
  • ვალი – ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადეობაში, სადაც გავრცელებულია ცხოვრება ჩვენი შესაძლებლობების ზემოთ. საკრედიტო ბარათებისა და სესხების ხელმისაწვდომობის გამო, ვალის დაგროვება ადვილია. როდესაც ადამიანები აცნობიერებენ, რომ უკვე შუა ხანში არიან და თანაც აქვთ მრავალი ვალი და დგანან პენსიაზე გასვლის წინაშე, ამან შეიძლება კიდევ უფრო მეტი სტრესი გამოიწვიოს ამ ისედაც სტრესულ დროს. ადამიანმა, რომელსაც ემოციური სირთუელები აქვს ამ დროს, შეიძლება უმჯობესად ჩათვალოს ოჯახიდან წასვლა იმისთვის, რომ თავი აარიდოს ვალებით გამოწვეულ გრძნობებსა და პრობლემებს.

  • ფსიქოლოგები გამოყოფენ შუახნის კრიზისის რამდენიმე სიმპტომს, თუმცა ამ სიმპტომების აღმოჩნენა საკუთარ თავში არ ნიშნავს კრიზისს და ეს არის უბრალოდ ყველაზე გავრცელებული მახასიათებლები.

  • კარგი სამსახურიდან წამოსვლის სურვილი და კარიერის ცვლილების სურვილი.
  • დეპრესიის ნიშნები იმ ამოცანების შესრულების დროს, რომლებიც ადრე ბედნიერებას განიჭებდათ.
  • ჩვევების შეცვლა. აქტივობები, რომლებიც ადრე სასიამოვნო იყო ახლა მოსაწყენია. კონცენტრირების შეუძლებლობა იმ დავალებებზე, რომლებიც ადრე მარტივი იყო.
  • ზედმეტად ბევრი ახალი ტანსაცმლის ყიდვა და დროის ხარჯვა იმაზე, რომ კარგად გამოიყურებოდეთ, ფიზიკურ ფორმაში ჩადგომის აკვიატებული სურვილი.
  • ძველ მეგობრებთან ურთიერთობის გაწყვეტა და მათი ჩანაცველბა ახალგაზრდა მეგობრებით – ადამიანი თავს მოხუცად გრძნობს, როდესაც აჩნევს, რომ მისი მეგობრები ასაკში შედიან. ხოლო ახალგაზრდა თაობასთან დროის გატარება და მათი ენერგია და იდეები ახდენს შუახნის ადამიანის სტიმულირებას.
  • ხასიათის მოულოდნელი ცვლილება – გაღიზიანება ან მოულოდნელი რისხვა.
  • ოჯახის დატოვება მენტალურად ან ფიზიკურად და არსებულ ოჯახურ ურთიერთობებში გამომწყვდევის გრძნობა.
  • სარკეში ყურებისას საკუთარი თავის ვერ გაცნობიერება.
  • სიკდვილზე ფიქრი და გამუდმებული შეკითხვა საკუთარ თავთან, თუ საით მიდიხართ.
  • ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარების გაზრდა დეპრესიის დასაძლევად.
  • ქალებისა და კაცებისთვის თანაბრად მოსალოდნელია ეს კრიზისი. მათთვის დამახასიათბელია კრიზისის იდენტური სტადები, კერძოდ: შოკი, უარყოფა, დეპრესია, ბრაზი და მიღება. თუმცა კრიზისი განსხვავებულად ვლინდება ქალებსა და მამაკაცებთან.

    image

    კაცებში ეს კრიზისი გამოწვეულია იმით, რომ ისინი აღწევენ გარკვეულ ასაკს და ხვდებიან, რომ ცხოვრება დასასრულიკენ მიდის. მათთვის კრიზისი იწყება 40–45 წლის ასაკში, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ საკუთარ ცხოვრებას, გადააფასებენ ღირებულებებს, სურვილებს, მიზნებს, წარსულის არჩევნებსა და პრიორიტეტებს. ამ დროს მამაკაცები ფოკუსირებას ახდენენ თავის მიღწევებზე და სურვილზე, რომ სხვებს დაუმტკიცონ თავისი წარმატება. ჩვეულებრივ, შუახნის კრიზისში მამააცებს ეშინიათ იმ ცვლილებების, რომლებიც დაბერებას მოჰყვება; ეშინიათ ავად გახდომის, ნაკლებად მიმზიდველად გახდომის; ეშინიათ, რომ ვერ მიაღწევენ ცხოვრებაში დასახულ მიზნებს; სიკვდილის; იმის, რომ ვეღარასოდეს იგრძნობენ სექსუალურ ვნებას; იმის, რომ მათი არჩევანი მეუღლეში შეცდომა იყო. მამაკაცები უფრო მეტად იწყებენ იმაზე ზრუნვას, თუ როგორ გამოიყურებიან და ცდილობენ ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ. ამ დროს მათ ახასიათებთ ძვირადღირებული ნივთების ყიდვა, რაც მათ თავს ახალგაზრდულად და ძლიერად აგრძნობინებს. ახალი სპორტული მანქანის ყიდვა სწორედ ამ სტერეოტიპს შეესაბამება.

    image

    კაცებისთვის კარიერა უფრო ღირებულია და სურთ, რომ წარმატებულად გამოიყურებოდნენ, ხოლო ქალებისთვის მთავარია ურთიერთობები და მათთვის ცოლისა და მშობლის როლის შესრულება ასევე ღირებულია. ისინი ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ საკუთარ კარიერას და ცდლობენ ყველაფრის შეცვლას, დაწყებული ვარცხნილობით, დამთავრებული ცხოვრების სტილით. აღსანიშნავია, რომ მათთვის შუახნის კრიზისი უფრო ადრე იწყება, ვიდრე მამაკაცებისთვის. ამ დროს ქალი აცნობიერებს, რომ მისი, როგორც დედის მოვალეობა, დასრულებულია და მას აქვს შესაძლებლობა, რომ გააკეთოს ყველაფერი ის, რასაც დედობის პერიოდში ვერ აკეთებდა. ამიტომ ის უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ფიზიკურ მიმზიდველობას. ამ დროს ქალებს ეწყებათ მენოპაუზა, რაც გულიხსმობს როგორც ბიოლოგიურ, ასევე ფსიქოლოგიურ ცვლილებებს. ეს ცვლილებები მათში ბადებს კითხვას, თუ როგორ იცხოვრეს და საჭიროა თუ არა ცხოვრების სტილს შეცვლა. როდესაც შვილები ტოვებენ ოჯახს, ქალები ხშირად განიცდიან „ცარიელი ბუდის სინდრომს“, რის გამოც რჩებიან მიმართულების გარეშე და აქვთ უსარგებლობის გრძნობა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ქალმა ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნა, შეიძლება იგრძნოს ახალგაზრდობის აღდგენის საჭიროება და დაიწყოს გასართობ ადგილებში სიარული, შეიცვალოს ჩაცმის სტილი და უარყოს მომწიფებულობა.


    0
    667
    1-ს მოსწონს
    ავტორი:ნატო ლაღიძე
    ნატო ლაღიძე
    667
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0