x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის ბრძოლების მონაწილე ოფიცერს, ყოფილ პარტიზანს აფხაზეთის ხელისუფლების არცერთი წევრი არ მიაცილებდა

image საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ნაომარ ვეტერანებს დიდად, რომ არ აფასებენ ეს უჩემოდაც ბევრმა იცის და ამას მტკიცებულებების მოყვანა არ ჭირდება.
ყოფილ პარტიზანებს, რომლებიც ოფიციალურად არ წარმოადგენდნენ თავდაცვის უწყების, შსს–ს ან სპეცსამსახურების დანაყოფებს, საერთოდ არ მისცეს ვეტერანის სტატუსი.
თუმცა ვეტერანის სტატუსი არ ჭირდება ხალხს, ვინც საკუთარი ნებით, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აწარმოებდა ოკუპანტების და მათი "დამქაშების" წინააღმდეგ სეპარატისტულ წარმონაქმნებში საბრძოლო–დივერსიულ მოქმედებებს (პარტიზანი ტერორისტი არაა და დივერსია და ტერაქტი ერთმანეთისაგან განასხვავეთ).
არცერთი პარტიზანი არაა ნახსენები საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალზე, რაც ძალიან დიდი უსამართლობაა.
ამ დღეებში გულის უკმარისობით ანაკლიაში ზღვაზე შესვლისას დაიღუპა ცნობილი პარტიზანი ბ.ბ, რომლის სახელს და გვარს ბოლომდე არ ვწერ.
მამიდის სახლში დასვენებული, ყოფილი პარტიზანი, ყოფილი თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი მხოლოდ ოჯახმა, ნათესავებმა და "იარაღის ძმებმა" დაიტირეს.
მებრძოლი, რომლის დაჭერაში აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი 50 000 დოლარს სთავაზობდა ოფიციალურად აფხაზეთის მოსახლეობას, სეპარატისტების ძალოვნებთან ერთად, მაინც დაუბრუნდა გავლენიანი აფხაზების ჩარევის შედეგად თავის სოფელს დასაკრძალად.
იმედია აფხაზებს ეყოფათ იმდენი ღირსება მიცვალებულის საფლავი არ წაბილწონ დაკრძალვის მერე.
მე გული მატკინა იმ ფაქტმა, რომ მებრძოლს რომლის დაჭერაში ღატაკი სეპარატისტული რეჟიმი 50 000 დოლარს იხდიდა, აფხაზეთის ქართული ადმინისტრაციის არცერთ წევრს არ მიუცილებია ენგურის ხიდამდე. მიცვალებულს, მხოლოდ ოჯახი, ნათესავები და მეგობრები თავდაცვის უწყებიდან და ყოფილი პარტიზანები მიაცილებდნენ ენგურის ხიდამდე.
ვხედავდი ადამიანებს, რომელთა სახეზე იკვეთებოდა თანამებრძოლის დაკარგვით შეწუხება და ის ტკივილი რაც მრავალგზის დაჭრილი თანამებრძოლის გვერდით განვლილი წლების გახსენება აყენებდა მათ.
ნათელში იყავი ბ.ბ. კაცის სახელით იცხოვრე ხანმოკლე, მაგრამ ბობოქარი ცხოვრებით და მე მჯერა, აფხაზეთში დაბრუნების მერე შენს საფლავს ყვავილები და მნახველები არ მოაკლდება.
საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალზე, რატომ არაა პარტიზანების გვარები

ქართველი პარტიზანი, რომელიც ცალი ხელით იბრძოდა საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა

ქართველი პარტიზანის მიერ მოთხრობილი რეალური ისტორია "ვაი-ქართველებზე"

0
262
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0