x
გიორგი ერისთავი და ქართული თეატრი





image
კულტურა, ხელოვნება ასაზრდოებს ყოველ ერს. ქართული კულტურისა და ლიტერატურის ისტორიაში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ ქართველ დრამატურგს-გიორგი ერისთავს. მან დააარსა ქართული პროფესიული თეატრი, ქართული ჟურნალი. თეაატრის არსებობისთვის აუცილებელი იყო შენობა, მწერალ-დრამატურგები, მსახიობები. ეს ყველაფერი კი ერთმა კაცმა ითავა, თავად იყო დირექტორიც, რეჟისორიც, დრამატურგიც, მსახიობიც. გადასახლებიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო პიესების, კომედიების წერა.კომედია გაყრა მომზადდა და პირველად დაიდგა 1850 წლის 14 იანვარს თბილისის “გიმნაზიის ზალაში''. ამ დროიდან ეს თარიღი ქართული პროფესიული თეატრის დაარსების დღეა. წარმოდგენა მალევე მოიწონა და შეიყვარა ხალხმა.


თეატრმა 4 წელიწადი გაძლო, მის არსებობას, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული კულტურისთვის.ეს იყო იმ პერიოდში ერთადერთი ადგილი, სადაც თავისუფლად ჟღერდებოდა ქართული სიტყვა და დაუფარავად გადმოსცემდნენ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს.



გიორგი ერისთავის კომედიები საგანგებო ყურადღებას იქცევენ, პირველ ყოვლისა, თემატური თვალსაზრისით.მწერალმა ყურადღება მიმართა ქართული არისტოკრატიის ცხოვრებისკენ. ამ დროს, ამაღლებული პოეზიიდან გადავდივართ ყოფით სიტუაციებზე და მათ წარმოჩენაზე ლიტერატურაში. ერისთავმა ადამიანის შინაგანი სამყაროსკენ მიდრეკილი ინტერესი შეატრიალა და ყურადღება გაამახვილა რეალურ ადამიანებზე, ნამდვილ ყოფაზე. ეს ის პერიოდია, როცა ჩვენს სინამდვილეში შემოდის რეალისტური მიდგომა.


გ.ერისთავის კომედიები პირობითად შეიძლება 3 ჯგუფად დაიყოს: ყოფითი(“დავა''“, გაყრა'')


სოციალური ჯგუფისთვის დამახასიათებელი მოქმედების გამოკვეთა(“ძუნწი'')

ინტრიგის(“უჩინმაჩინის ქუდი'', “წარსული დროების სურათები'')

ერისთავმა აირჩია კომედია, რომლის საშუალებითაც მანკიერებათა მხილება უფრო ქმედითია და შთამბეჭდავი. ქართველ ხალხს, მათი ფიცხი ხასიათიდან გამომდინარე, სათქმელს პირდაპირ ვერ ეტყოდა, ამიტომაც არჩია ეს ფორმა.

ფაქტორბივად ის ტრაგიკულ მოვლენებზე წერს, რომლებიც ერის ზნეობრივ წახდენას ეხება, მაგრამ მან თავისი სათქმელი კომედიის სახეობრივი სისტემით და ენით გადმოსცა.კომედიის გმირები უფრო ახლოს მიდიოდნენ მაყურებელთან: მათი გარეგნობა, მოძრაობა, სიტუაციები, რომლებშიც ისინი ხვდებოდნენ, იოლად აღსაქმელი და ნაცნობი იყო მაყურებლისთვის.დრამატურგი ცდილობდა სწორედ ამგვარად მოეტანა სათქმელი და იმედი მომავალზე.


დიდი მნიშვნელობის მქონეა კომედიების ენა. გ.ერისთავმა შემოიტანა დრამატურგიაში სალაპარაკო ენიდან სიტყვები, ფრაზები, არ შეუშინდა ბარბარიზმებს. კომედიის გმირები რეალური საზოგადოების წევრების მსგავსად მეტყველებდნენ და ამით, კიდევ უფრო ახლობლები იყვნენ მაყურებლებისთვის.

კომედიაში სპეციალურ ეფექტს ქმნის სიტყვათა დამახინჯება, სხვა ენაზე საუბარი და ამაღლებული ლექსიკით მეტყველება.

ერისთავმა წინ წამოწია ყოფითი დეტალები, საზოგადოებასა და ადამიანს შორის არსებული პრობლემები, სოციალური უთანასწორობა...

გიორგი ერისთავმა საფუძველი ჩაუყარა ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას, რასაც თეატრი ჰქვია, თავისი ნიჭისა და მებრძოლი ხასიათის დახმარებით გაუძლო მრავალ წინააღმდეგობას. მისი სახელი დღემდე უკვდავი და დაფასებულია ქართველ ხალხში.



თათია ბუღათრიშვილი

თსუ.ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. II კურსი


0
518
1-ს მოსწონს
ავტორი:თათია ბუღათრიშვილი
თათია ბუღათრიშვილი
518
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0