x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩემმა შეყვარებულმა ავტოავარია მოახდინა,შემდეგ გაიქცა და სხვაზე დაქორწინდა,მე დავრჩი სამუდამოდ პარალიზებული
image16 წლის ანასტასია კრავცოვა ჩრდილოეთ ირლანდიიდან სამუდამოდ პარალიზებული დარჩა, მისი ბოიფრენდი კი, ვის მიზეზითაც დაინვალიდდა იტალიაში გაიქცა და იქ ცოლი მოიყვანა, იუწყება The Sun-ი.


ანასტაცია კრავცოვა 15 წლის ასაკიდან ხვდებოდა 24 წლის ბერეშ საბოლჩას, მშობლები ბიჭთან შეხვედრას არ უშლიდნენ, რადგან ახალგაზრდა კაცი კარგად აღზრდილი, ზრდილობიანი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მუშაობდა, ჰყავდა საკუთარი ავტომობილი და რაც ყველაზე მთავარი-მათი ქალიშვილი თავს ბედნიერად გრძნობდა.

image

ერთ დღესაც გოგონა სახლში არ დაბრუნდა, მისი მამინაცვალი ანერვიულდა, მით უმეტეს, როდესაც საკუთარ ტელეფონზე 9 გამოტოვებული ზარი ნახა, ექიმები ურეკავდნენ, რომ ეთქვათ ანასტასია ავტოავარიაში მოყვაო.



წყვილი ერთ საღამოს წვეულებიდან ბრუნდებოდა, ბერეშმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის პირზე შენობას შეასკდა, ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქად დაზიანდა, რაც შეეხება ანასტასიას, დაუზიანდა ხერხემალი, ლავიწის ძვლები, 12 ნეკნი და ფილტვები, მედიკოსებმა გოგონა იმ ქვეყნიდან მოაბრუნეს, მაგრამ აუწყეს, რომ იგი ვეღარასდროს ივლიდა და სამუდამოდ ეტლს იქნებოდა მიჯაჭვული.


თავიდან ბერეში გოგონას საავადმყოფოში ყოველდღიურად აკითხავდა, ამხნევებდა, დროთა განმავლობაში ბერეშმა საავადმყოფოში სიარულს უკლო და შემდეგ საერთოდ აორთქლდა, მეტიც იგი გოგონას სმს-ებს არ პასუხობდა.

image

"დედამ მითხრა დაივიწყე ეგ ბიჭიო, შენ უფრო დიდი პრობლემები გაქვს, რომელზეც უნდა გაამახვილო ყურადღებაო, მაგრამ ის იყო ჩემი პირველი ნამდვილი სიყვარული, გული მეტკინა"-აღნიშნა ანასტასიამ.


ამასობაში ბერეშ საბოლჩის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ახალგაზრდამ ქვეყნის დატოვება მოასწრო და იტალიაში გადაბარგდა, იქვე დაქორწინდა, ამის შესახებ ანასტასიამ სოციალური ქსელით შეიტყო:

"მე ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვული ვარ მშობლების სახლში, იმან კი საზღვარგარეთ ახალი ცხოვრება დაიწყო, სადაა სამართალი?"-

imageდიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მოახერხა საბოლჩის ექსტრადირება, მას 8 თვე პატიმრობა მიუსაჯეს, ამჟამად სასჯელს იხდის, პატიმრობის შემდეგ ის იტალიაში დაბრუნდება, სადაც ცოლი და მცირეწლოვანი შვილი ელოდება.ანასტასიას და მის მშობლებს სასჯელი საკმაოდ მსუბუქი ეჩვენებათ, ერთადერთი რისი იმედიც აქვთ, ესაა ფულადი კონპესაცია ყოფილი ბოიფრენდისგან.

1
685
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
685
  
2018, 24 ივლისი, 10:56
რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო
0 1 1