x
image
alex999
Mediator image
Mediator image
როგორ ცხოვრობს ჩრდილოეთ კორეის საიდუმლოებით მოცული პირველი ლედი?

ჩრდილოეთ კორეაში, როგორც ბევრი სხვა რამ, კიმ ჩენ ინის ოჯახიც საიდუმლოებებით არის მოცული. სამხრეთ კორეაში ამბობენ, რომ პირველმა ლედიმ, ლი სოლ ჩჟუმ თებერვალში მესამე ბავშვი გააჩინა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლახან გახდა ცნობილი. საზოგადოებამ კიმის მეუღლე პირველად 2012 წელს მედიიდან გაიცნო, თუმცა მისი ცხოვრება ისევ იდუმალი რჩება.


image


ჩრდილოეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ლი სოლი ამჟამად 28 წლისაა და 3 შვილის დედაა.


image


ლი სოლ ჩჟუ ბოლოს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრის დროს გამოჩნდა ეკრანების წინ. ისტორიულ შეხვედრაზე, კიმმა მეუღლეს დასწრების ნებართვა მისცა.


image


ახალგაზრდა ლედი ფხენიანის ეროვნული პარკის გახსნასაც ესწრებოდა“,

image


კიმის და ლი სოლის ქორწინების ზუსტი თარიღი დღემდე უცნობია, თუმცა ჩრდილოეთ კორეული საიდუმლო წყაროების თანახმად, წყვილი 2009 წელს შეუღლდა.


image


თუმცა სამხრეთ კორეული პრესა სხვა ინფორმაციას გვაწვდის, მათი აზრით, წყვილმა ერთმანეთი პირველად 2010 წელს, მუსიკალურ კონცერტზე გაიცნო.


image


ლი სოლის და კიმ ჩენ ინის დაქორწინებამდე ურთიერთობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. სამხრეთ კორეული პრესის თანახმად, ლი სოლი მუსიკოსია.


image


როგორც ცნობილია, ლი სოლმა მუსიკალური განათლება ჩინეთში მიიღო და 2015 წელს ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნდა. მოგახსენებთ, რომ ლი სოლი ასევე მოდის მოყვარულია და ატარებს უძვირფასეს ჩანთებს, როცა ქვეყანას ასე ძალიან უჭირს.


image


მოგახსენებთ, რომ ლი სოლმა მესამე შვილი ამა წლის თებერვალში გააჩინა. მაგრამ ბავშვის სქესი კვლავ უცნობია. სხვადასხვა წყაროების თანახმად, კიმს ორი ქალიშვილი ჰყავს, როგორც ვახსენეთ, მესამე შვილის სქესი გასაიდუმლოებულია.


image



უცხოური წყაროების თანახმად, კიმი ლი სოლზე ძლიერად არის შეყვარებული. მას ჰყავს უამრავი მტერი მსოფლიო მასშტაბით, აქედან გამომდინარე, ოჯახის წევრების გასაჯაროებას ყოველთვის ერიდება. მისი მეუღლე ლი სოლი, ცხოვრებას მდიდრულ სასახლეში აგრძლებს, მაგრამ როგორც სასახლეში ჩაკეტილი "პრინცესა"... ყველაფრის და მიუხედავად, იცვამს მოდურად და საიდუმლოდ მეგობრობს შოუბიზნესის ცნობილ პირებთან.

მოგახსენებთ, რომ კიმის ოჯახის ერთ-ერთი ცნობილი მეგობარი NBA - ის ყოფილი კალათბურთელი, რონდონია.


image








სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. მიზეზი გაგაოცებთ - რატომ არ შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრს?

2. თავდაპირველად ხე ეგონათ, მაგრამ ამოღების შემდეგ გაოცებულნი დარჩნენ!

3. საუკუნეების განმავლობაში არ იცვლებიან! - 17 საინტერესო ფაქტი მუმიების შესახებ

4. “ახლა გამოდით რომელიმე და მითხარით, რომ ნარკოდამოკიდებულები მხოლოდ საკუთარ თავს ვნებენ, ” – ხათუნა პაიჭაძე

5. ჰგავს თუ არა სანდრას მისი რძალი? - ვინ არის მადინა მელა?

0
670
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
670
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0