x
image
ღიმილიანი
როგორ უნდა იკვებოთ - ფრანგი ქალის სილამაზისა და ელეგანტურობის საიდუმლო
image


ფრანგ ქალებს კვების განსაკუთრებული რაციონი აქვთ. ისინი არ იცავენ განსაკუთრებულ დიეტას და მით უმეტეს, არ იკრძალავენ რაიმე საჭმელს, მაგრამ უპირატესობას ჯანსაღ პროდუქტს ანიჭებენ.


აი, როგორ იკვებებიან ფრანგი ქალი:



1. მისთვის მთავარია ხარისხი - იგი უპირატესობას ანიჭებს ხარისხს და არა რაოდენობას. მაგალითად, ისინი გიჟდებიან შავ შოკოლადზე, მაგრამ აუცილებლად ამოწმებენ შემადგენლობას და ყიდვის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ახალ და ჯანსაღ პროდუქტს ანიჭებენ.



2. ფრანგი ქალები ხშირად მიმართავენ ფანტაზიას საჭმლის მომზადების დროს და არ მიჰყვებიან მხოლოდ ტრადიციულ რეცეპტებს. მათ შეუძლიათ შექმნან სასარგებლო და საოცარი კომბინაცია სხვადასხვა ბოსტნეულით.



3. ფრანგი ქალი ნელა მიირთმევს და ლუკმებს შორის პატარ-პატარა პაუზებს აკეთებს. ეს სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისასთვის, რადგან საკვები კარგად გადამუშავდეს. ჭამის ასეთი მანერა კი ქალს უფრო მომხიბვლელს ხდის.


image

4. ფრანგი ქალი არ მიირთმევს არც ძალიან მარილიანს და არც ძალიან შაქრიანს - ის ყოველთვის მიირთმევს დაბალანსებულ საჭმელს, მან კარგად იცის, რამდენად საზიანოა ორგანიზმისთვის ორივე მათგანი. არ მიირთმევს ძალიან ცხარე საჭმელებს.



5. ის დილით ძალიან მსუბუქად საუზმობს - ფრანგი ქალი დილას იწყებს სახლში მომზადებული ჯემისა და ტოსტის მირთმევით, რომელთან ერთადაც სვამს ფინჯან ყავას ანდა შავ ჩაის. მისი ლანჩი კი, ომლეტია.


6. როცა მას ძალიან შია, შიმშილის მოსაკლავად მხოლოდ ჯანსაღ პროდუქტს თუ შეჭამს.

0
320
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0