x
image
გემი დალანდი
პოდიუმის ქალღმერთები: როგორ გამოიყურებიან 90-იანების ტოპ-მოდელები დღეს
image

90-იან წლებში სამოდელო ბიზნესი ჰყვაოდა. ტოპ-მოდელები ნამდვილი ქალღმერთები იყვნენ, რომელთაც აღმერთებდნენ და ჰბაძავდნენ. მათი ფოტოები ცნობილი ჟურნალების გარეკანზე იბეჭდებოდა, ჰონორარებით კი ჰოლივუდის ბერვ ვარსკვლავს ჯობნიდნენ.

როგორ გამოიყურებიან დღეს 90-იანების ცნობილი ტოპ-მოდელები?


სინდი კროუფორდი-52 წლის


imageახალგაზრდა სინდის ფოტო ერთ გაზეთში აღმოაჩინა ცნობილმა ფოტოგრაფმა და კონტრაქტი შესთავაზა. ყავისფერი თვალები, წაბლისფერი თმა და ხალი - მისი სავიზიტო ბარათი იყო. ის იყო პირველი მოდელი, რომელიც Playboy-თვის გაშიშვლდა. სინდი დღესაც შესანიშნავად გამოიყურება და კვლავ აგრძელებს გადაღებებს.


კლაუდია შიფერი -47 წლის

imageკლაუდია კარგად სწავლობდა, დადიოდა მუსიკასა და ბალეტზე და ოცნებობდა, იურისტი გამხდარიყო. ის ერთ-ერთ ღამის კლუბში შენიშნა სამოდელო სააგენტოს დირექტორმა და აქედან დაიწყო მისი სამოდელო კარიერაც. მას “გერმანელ ბარბის" უწოდებდნენ და მსოფლიოს ულამაზეს ქალად მოიხსენიებდნენ. 27 წლის ასაკში კი მსოფლიოს ულამაზესი ქალების ათეულში მოხვდა. ტოპ-მოდელი ამჟამად სამ შვილს ზრდის. უპირატესობას ცხოვრების მშვიდ წესს ანიჭებს და ჭორებისთვის საბაბს არ იძლევა.


ლინდა ევანგელისტა-53 წლის

imageლინდა ბავშვობიდან ოცნებობდა მოდელობაზე და ჯიუტად მიიწევდა დასახული მიზნისკენ. 80-იანი წლების ბოლოს, მან სტილისტების რჩევით, თმა მოკლედ შეიჭრა და ახალმა იმიჯმა გაამართლა. 2006 წელს მან ვაჟი გააჩინა, ბოლო წლებში კი ჩაკეტილი ცხოვრების წესს ეწევა. წონაში ძალიან მოიმატა და სიბერეც დაეტყო.


კარენ მიულდერი-48 წლის

imageკარენი 90-იანების ყველაზე ლამაზი ქერას ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდა, მაგრამ არ გაუმართლა. 2000 წელს, როცა დაახლოებით 10 მილიონი ჰქონდა, განაცხადა, რომ სამოდელო ბიზნესიდან მიდიოდა. მოგვიანებით მას ფსიქიური აშლილობა დაუდგინეს და მკურნალობის კურსიც ჩაუტარეს. მოდელმა თავის მოკვლაც სცადა და ორი დღე კომაში იყო. ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. 2006 წელს ქალიშვილი გააჩინა და მისი აღზრდითაა დაკავებული.


ნაომი კემპბელი-48 წლის

imageპირველი გადაღებების დროს “შავი პანტერა" 16 წლის იყო, არ გასულა რამდენიმე თვე და ის ყველაზე მოთხოვნად მოდელად იქცა. ის იყო პირველი შავკანიანი ქალი, რომლის ფოტოც ფრანგული და ბრიტანული ჟურნალების, Vogue-ისა და Time-ის ყდაზე მოხვდა.

48 წლის მოდელი თავისი აგრესიული საქციელითაცაა ცნობილი, რის გამოც არაერთხელ დაჯარიმდა. სულ ცოტა ხნის წინ კი 48 წლის მოდელმა ბრიტანული ჟურნალისთვის იპოზიორა თავის ახალ რეპერ ბოიფრენდთან ერთად.


კრისტი ტარლინგტონი

imageკრისტი ტარლინგტონი შემთხვევით მოხვდა ფოტოაპარატის ობიექტივში, ცხენზე ჯირითის დროს. სამოდელო კარიერის განმავლობაში მისი ფოტო 500-ზე მეტი ჟურნალის ყდაზე დაიბეჭდა. ითვლებოდა Calvin Klein-ის ყველაზე წარმატებულ სახედ, მისი არსებობის მანძილზე. სუპერმოდელი მსახიობსა და რეჟისორ ედუარ ბერნსზეა დაქორწინებული. წყვილს ორი შვილი ყავს. კრისტი საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელიცაა, რომელიც ფეხმძიმობის და მშობიარობის პრობლემების კვლევითაა დაკავებული.


ჰელენა კრისტენსენი

image18 წლის ჰელენა “მის დანია" გახდა და მის მსოფლიოს კონკურსზე გაემგზავრა, სადაც მართალია ვერ გაიმარჯვა, მაგრამ მისი მონაცემები შეუმჩნეველი არ დარჩენილა. 90-იან წლებში ის ტოპ-მოდელების ათეულში შედიოდა და ჯანი ვერსაჩეს ერთ-ერთი მუზა იყო. მის ანგარიშზე უამრავი გახმაურებული რომანიცაა. მოდელი დღესაც ფორმაშია და კვლავ აგრძელებს ფოტოგადაღებებში მონაწილეობის მიღებას.


ქეით მოსი

imageმას 14 წლის ასაკში შესთავაზეს, მოდელობა ეცადა. 2 თვის შემდეგ კი ჟურნალ Face-ის გარეკანზე მოხვდა. ქეითმა მალე მოიპოვა პოპულარობა. მისმა ფიგურამ და სიმაღლემ (168სმ) სამოდელო სამყაროში არსებული სტერეოტიპები დაამსხვრია. 90-იანი წლების ბოლოს მოდელი არაერთხელ მოხვდა კლინიკაში სამკურნალოდ, ალკოჰოლური სასმელებისა და ნარკოტიკების მოხმარების გამო.

ქეითს ერთი ქალიშვილი ჰყავს და დღეს ფილმებში მონაწილეობს პატარა როლებზე.




1
395
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
395
  
2018, 15 ივლისი, 8:43
ბოლო ორი კაშმარ-ხანუმები.
0 1 1