x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
მტკიცებულება იმისა, რომ პარასკევს, 13-ში ყოველთვის ხდება რაღაც
ტრისკაიდეკაფობია- რიცხვ 13-ის აკვიატებული შიშია. განსაკუთრებით, თუ პარასკევია 13-ში. ტრისკაიდეკაფობიით უამრავი ადამიანია შეპრყობილი, რისი მტკიცებულებაც არის ის, რომ მაღაზიები 800 მლნ .$ კარგავენ, თუ 13-ია და თან პარასკევი. ადამიანებს ეშინიათ ამ დღეს სახლიდან გამოსვლის. image

აქვს თუ არა ამ შიშს საფუძველი?

ბუკინგემის სასახლე მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა პარასკევს, 13-რიცხვშიimageსამეფო ოჯახი რეზიდენციაში იმყოფებოდა, თუმცა ყველა უვნებლად გადარჩა

პარასკევს, 13 -ში, 13:30 საათზე ელვა 13 წლის ბიჭს დაეცა


რომელიც, ქოლგით ხელში იდგა. მიუხედავად ამისა, ბიჭი გადარჩა და სულ რამოდენიმე დღე იყო სავაადმყოფოში.


კოსტა კონკორდიას საკრუიზო გემი იტალიის სანაპიროზე ჩაიძირა

"კოსტაკონკორდია" 2012 წლის 13 იანვარს, პარასკევს ჩაიძირა იტალიის სანაპიროსთან. გემზე იმაზე მეტი ხალხი იყო, ვიდრე ტიტანიკზე, დაიღუპა 32 ადამიანი.


შავ პარასკევს დაიწვა შტატ ვიქტორიის ნახევარი ავსტრალიაში

დაიღუპა 71 ადამიანი და დაიწვა შტატის ნახევარზე მეტი ფართობი.


1972 წლის 13 ოქტომბერს იყო 2 საჰაერო ავარიის შემთხვევა

ურუგვაის რეისი "571" მიემგზავრებოდა ჩილეში. თუმცა მოუწია ანდებში დაჯდომა, უამინდობის გამო. 10 დღის ძებნის შემდეგ, როცა შეწყვიტეს სამაშველო ოპერაცია, ადგილობრივ მოსახლეობასთან მივიდა ორი ადამიანი, მათ თქვეს, რომ კიდევ 16 იმყოფებოდა თოვლში.
იმავე დღეს მოხდა მეორე ავიაკატასტროფა. "აეროფლოტ-217"- ის ჩამოვარდნა, ისტორიაში ყველაზე საშინელ ავიაკატასტროფად არის აღიარებული რუსეთში.

ბორტზე მყოფი ყველა, 174 ადამიანი დაიღუპა თვითმფრინავის დაჯდომის დროს. კატასტროფის მიზეზი დღემდე დაუდგენელია.

ბანგლადეშის ტრაგედია 1970 წელს

1970 წლის 13 ნოემბერს ბანგლადეშს თავს დაატყდა ციკლონი, რომელმაც გამოიწვია ცუნამი. დაიღუპა 500 000 ადამიანი. განადგურდა მინდვრები და ბუნების დიდი ნაწილი, რამაც გამოიწვია უდიდესი, მრავალწლიანი შიმშილი.

შეიქმნა კომპიუტერული ვირუსი, რომელმაც დიდი ბრიტანეთი დააზარალა

1989 წლის 13 იანვარს შეიქმნა კომპიუტერული ვირუსი, რომელმაც წაშალა ყველა ფაილი და მონაცემი. საბედნიეროდ, მიიღეს შესაბამისი ზომები და ვირუსმა ატლანტიკის ოკეანე ვერ გადაკვეთა.

ბოლოს, მინდა გითხრათ რომ 13 რიცხვს ბევრი კარგი ფაქტიც უკავშირდება. მაგალითად დღეს 13-ია, პარასკევი, კვირის დასასრული და ხვალ გექნებათ დასვენების დღე.
წარმატებებს გისურვებთ






5
255
6-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
255
  
2018, 13 ივლისი, 22:46
არც მე ვარ ბრმად მორწმუნე, არც ზოდიაქოს ნიშნებს ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ მთვარის ფაზების ცვლილებებს დიდი გავლენა აქვთ დედამიწაზე.
2018, 13 ივლისი, 21:45
მე საერთოდ არ მჯერა ასეთი რაღაცეების, თუმცა საქართველოში ორჯერ იყო 13 ივნისი :( ორივეჯერ სტიქია
2018, 13 ივლისი, 21:34
საკრალური რიცხვია, თუმცა ჩემთვის წარმატებული...
2018, 13 ივლისი, 14:09
მშვიდობიანი დღე:)
2018, 13 ივლისი, 14:08
საინტერესოა, დღესაც 13-ია და თან პარასკევი :/
0 1 5