x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თვითმხილველები სელფს იღებდნენ,სანამ დაზარალებულები ნელა და ტანჯვით კვდებოდნენ

image

პოლიციის განცხადებით, სასწრაფო რომ დროზე გამოეძახათ თვითმხილველებს, ავტოკატასტროფაში მოხვედრილი ადამიანებიდან მინიმუმ ორი გადარჩებოდა.


გულგრილი გამვლელები ავტოვარიაში მოხვედრილებთან სელფს იღებდნენ, იმის მაგივრად, რომ სასწრაფოსთვის გამოეძახათ, ან პირველადი დახმარება აღმოეჩინათ.შემთხვევა ინდოეთში რაჯასტანის შტატში მოხდა, სამი მეგობარი მოტოციკლით მგზავრობდა, როდესაც ავტობუსს შეეჯახა, იუწყება The Sun-ი.



ავტოავარიის ადგილზე სოფლელების ბრბო შეიკრიბა, თუმცა არცერთმა არ აღმოუჩინა დახმარება დაზარალებულებს, მეტიც, რამდენიმემ სელფის გადაღება დაიწყო ტრაგედიის ადგილზე, შედეგად ერთი მამაკაცი მალევე გარდაიცვალა.



ადგილზე დაგვიანებით მოსულმა პოლიციამ და სასწრაფომ ვერც დარჩენილი ორი დაზარალებული გადაარჩინა, ისინი გარდაცვლილები დახვდათ, აღსანიშნავია, რომ ავტოკატასტროფაში მოხვედრილები მთელი ამ ხნის განმავლობაში შველას ითხოვდნენ, თუმცა თითი არავინ გაანძრია.

image

სოციალურ ქსელში ამ შემთხვევამ აღშფოთება გამოიწვია მომხმარებლების მხრიდან, გაეცანით რამდენიმე კომენტარს:


"დაზარალებულების დახმარება თვითმხილველებისთვის სავალდებულო უნდა იყოს"


" ასეთი რეგვენები უნდა დაიჭირო და რამდენიმე დღე ჩასვა ციხეში.. საჭიროების მიხედვით კანონში შეწორებების შეტანა აუცილებელია"


" ცხოველები ამ ტვინგარეცხილებზე უკეთესები არიან"




3
407
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
407
  
2018, 13 ივლისი, 21:48
არამარტო ინდოეთში თუმრე აქაც :( დღეს ვნახე წამებიტ მოკლული ძაღლი , რომელიც მეზობელმა მეზობელს მოუკლა.
2018, 13 ივლისი, 21:35
როგორც ჩანს,ინდოეთში არა მარტო უკიდურესად ღატაკი, არამედ უკიდურესად გამოქლიავებული ,,ხალხიც" ცხოვრობს!
0 1 3