x
image
_K_
Mediator image
ვინ გატეხა ლარნაკი? თქვენი არჩევანი ბევრ რამეზე მეტყველებს

ფსიქოლოგიის განხრას, რომელიც ინდივიდუალებს სწავლობს, პერსონალური ფსიქოლოგია ეწოდება. ოდესმე დაინტერესებულხართ, სრულიად განსხვავებული თვისებების მქონე ადამიანები საუკეთესო მეგობრები რატომ არიან? ან მსგავსი ხასიათის მქონე ადმიანები ხშირად რატომ მტრობენ ერთმანეთს? ეს ტესტი ამგვარ კითხვებზე გაგცემთ პასუხებს.


უბრალოდ, შეხედეთ ქვემოთ მოცემულ სურათს და უპასუხოთ მარტივ კითხვას: "ვინ გატეხა ლარნაკი"?


სურათში არ არის რამე მინიშნება, რაც დაგეხმარებათ პასუხის გაცემაში. გაითვალისწინეთ, ამ ტესტში სწორი პასუხი არ არსებობს. აირჩიეთ პასუხი თქვენი ინტუიციით და შემდეგ წაიკითხეთ შედეგი.

image

ყველა იღებს გადაწყვეტილებებს ცხოვრებაში, ზოგჯერ - სასარგებლოს, ზოგჯერ - უსარგებლოს. ნებისმიერი გზა, ფაქტი, ვარაუდი თუ ინტუიცია გასაღებია გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ფსიქოლოგიის მიხედვით, ყველა გადაწყვეტილებაში თქვენი პიროვნულობა აისახება.




image








ბავშვი A

image

ეს ბავშვი თითქოს ყველაზე აშკარა ვარიანტია, სხვები მას უყურებენ და ისიც დაბლა იხედება, თითქოს საქციელს ნანობს. თუმცა, შეიძლება, ის იმ ბავშვსაც წარმოადგენდეს, რომელსაც მუდამ ადანაშაულებენ. არ არის გამორიცხული, ის ჯგუფის ტიპიური განტევების ვაცი იყოს და ყველა მისკენ იშვერდეს თითს, როცა საკმარისი სამხილი არ არსებობს.


ისიც შეიძლება, ეს ბავშვი ყველაზე თავმდაბალი იყოს და თავად იღებდეს ხოლმე დანაშაულს საკუთარ თავზე.


კიდევ ერთი ვარიანტი ისაა, რომ შეიძლება, სპეციალურადაა ეს ბავშვი ასე დახატული იმისთვის, რომ ვიფიქროთ, დამნაშავეა, თუმცა, სინამდვილეში არ იყოს.


თუმცა, როგორც ადრეც ვთქვით, ამ ტესტში ერთი სწორი პასუხი არ არსებობს. თქვენს პიროვნებაზე კი ამ არჩევანზე დაყრდნობით უნდა გესაუბროთ.


თქვენი არჩევანის მიხედვით ჩანს, რომ დეტალებს ყურადღებას აქცევთ და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი ხართ. ძალიან ფრთხილად ექცევით ყველას და ყველაფერს თქვენ გარშემო.


ხოლო თუ სხვა ვარიანტი აირჩიეთ, კითხვა განაგრძეთ.








ბავშვი B

image

შემდეგი ვარიანტია გოგონა B. ის თითქოს ყველაზე უფროსია და შეიძლება თავის და-ძმაზე ზრუნავს კიდეც, როცა დედა დაკავებულია. ის ბიჭ A-ს ისე უყურებს, თითქოს არწმუნებს, რომ დამნაშავეა. გოგონას ღიმილი შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ წარმატებით გამოუვიდა თავისი გეგმა და ძმას გადააბრალა დანაშაული.


მეორე მხრივ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ გოგონა ბიჭს გამგები და სანუგეშო გამომეტყველებით უყურებს, ღიმილით აჩვენებს თავის სიყვარულს და არ განსჯის.


თუ ეს ვარიანტი აირჩიეთ, კეთილსინდისიერი და შეგნებული ადამიანი ხართ. ადამიანის გჯერათ განსჯამდე, ეძებთ სამართლიანობას და სიყვარულით ანუგეშებთ სხვებს. ის ადამიანი არ ხართ, ვინც მეგობრებს გასაჭირში ტოვებს. აანალიზებთ სხვების და საკუთარ პრობლემებს, გაქვთ ლოგიკურად აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.


თუ გოგონა B აირჩიეთ, მაშინ, სავარაუდოდ, სწორედ ამ თვისებებს ფლობთ. და როგორი ხართ, თუ C ვარიანტი აირჩიეთ?








ბავშვი C

image

ბავშვებს შორის ვარიანტი C ყველაზე იდუმალი ჩანს. მას საიდუმლო სხეულის ენა აქვს: შეხედეთ, როგორ აქვს ხელები ჯიბეებში ჩადებული, თითქოს ემოციების დამალვას ცდილობს. ისე გამოიყურება, თითქოს ფიქრობდეს: "ჰაჰ! მხოლოდ ისაა ისეთი სულელი, რომ ეს გააკეთოს".


რასაც ბავშვი C სინამდვილეში ფიქრობს, ესაა: "ხო, ეს მე გავაკეთე, მაგრამ ამას დავუძვრები, რადგან ყველა შენ გადანაშაულებს".


ეს ბავშვი აირჩიეთ? განაგრძეთ კითხვა და გაიგეთ, რას ამბობს თქვენი არჩევანი.


თუ ბავშვი C აირჩიეთ და ფიქრობთ, რომ ის თავისი დანაშაულის დასაფარად მალავს ემოციებს, მაშინ ლიდერის თვისებები გაქვთ. შეგიძლიათ ამოიცნოთ პრობლემები, რომლებიც ხალხის გამოწვეულია და არა გარემოებების. ამიტომაც, არ აჩენთ, მაგრამ მაინც ყოველთვის ფრთხილად ხართ გარშემომყოფ ადამიანებთან. ფიქრობთ, რომ ასე უკეთესია და საკუთარ აზრს ბევრ რამეზე თქვენთვის ინახავთ.


დარჩა ბოლო შესაძლო დამნაშავე, ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრი. ის აირჩიეთ? მაშინ განაგრძეთ კითხვა.








ბავშვი D

image

გოგონა D დედას უსმენს. მისი ხელის ჟესტი გვაჩვენებს, რომ ყველაზე მეტად ეშინია გატეხილი ვაზისა და იმ შედეგების, რაც მის დადანაშაულებას შეიძლება მოჰყვეს. ის ერთადერთია, რომელიც დედის სხვა მხარეს დგას და მასთან ერთად უყურებს ლარნაკს, დანარჩენი ბავშვები სხვადასხვა მხარეს იყურებიან. უმცროსი ქალიშვილი დედასთან სიახლოვეს მალავს და ცდილობს, აიცილოს მისი სასჯელი.


ფსიქოლოგიური გადმოსახედიდან, გოგონა D-ს არჩევა ნიშნავს, რომ პასუხისმგებლიანი და სანდო ადამიანი ხართ. ეს ის თვისებებია, რაც წარმატების მიღწევაში გეხმარებათ ცხოვრებაში. ყოველდღე ცდილობთ, უკეთესი ადამიანი გახდეთ, იმახსოვრებთ შეცდომებს და ცდილობთ ნაკლის გამოსწორებას საკუთარ თავში. სხვებს მარტივად უჯერებთ და ამიტომაც, ძალიან მგრძნობიარე ხართ.









ასევე დაგაინტერესებთ:


1. ფსიქოლოგიური ტესტი: გამოიცანით, რომელ ფოტოზე არაა გამოსახული რეალური ოჯახი

image


2. ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიეთ ნებისმიერი ნივთი და გაიგეთ, რა იმალება თქვენში

image


3. ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიეთ წარმატებული ქალბატონი და გაიგეთ, რას ამბობს თქვენი არჩევანი

image





0
524
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
524
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0