x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოკლედ გაუმართლათ იმ ბიჭებს, რომ ტაილანდში დაიბადნენ - რა მოხდებოდა ტაილანდის მოვლენები რომ საქართველოში მოხდარიყო
imageფეისბუქმომხმარებელი კატერინა ჟვანია ტაილანდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, პარალელს ავლებს საქართველოზე და მოსალოდნელ სცენარს წარმოგვიდგენს - რა მოხდებოდა ანალოგიური ჩვენს ქვეყანაში რომ მომხდარიყო:



"ვუყურე ტაილანდის კადრებს. მშობლებს, ბავშვებს, ნიუსებს. სიწყნარე, სიმშვიდე.


ეს რომ საქართველოში მომხდარიყო--- მშობლები კამერებთან წივილ–კივილით და წყევლით მთავრობას, მაშველებს, მწვრთნელს, რუსეთს, ამერიკას -- ყველას დაადანაშაულებდნენ.


ოპოზიცია მიტინგებს გამოაცხობდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.
დაიღუპებოდა რამდენიმე მაშველი, დაიღუპებოდა რამდენიმე ბავშვი. მწვრთნელს თუ ცოცხალს გამოიყვანდნენ, ჩაქოლავდნენ ან სამართალდამცავები გადაიყვანდნენ გა-მოკითხვაზე.



ჯარი ჩაერთვებოდა წყლის ამოსახაპად სამაშველო ოპერაციის დასრულების მერე. პატრული მედიას არ მისცემდა მუშაობის საშუალებას. მედია პირდაპირ ჩართვებში მოჰყვებოდა, რა საშინელი სიკვდილით კვდებიან იქ ბავშვები და აუცილებლად იქნებოდა ვარაუდები, ვის როგორი კონვულსია ექნება და მერე მათ მშობლებს კითხავდნენ, შვილი რომ მოუკვდებათ, რას იგრძნობენ. სინოდი გააკეთებდა განცხადებას, რომ ამ ბავშვების ბურთი ნაკურთხი არ იყო და მიტომ დაემართათ ასე. ფორუმჯი–ზე გაიხსნებოდა ორი თემა: "ხელისუფლებამ ბავშვები ამოახრჩო" და "წინა წლებში ეს ბავშვები დაიხრჩობოდნენ"


ფეისბუქზე ბოტები აქედან--- ბავშვების მკვლელებოოო!!!!!რუსეთის დაკვეთით მოკალით !!! იქედან--- მადლობა ღმერთს და ყველა მინისტრს, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. არავინ არ დაღუპულა--დეზაა ოპოების. მშობლები 20 ლარიანი ზონდერებია!!!!


საზიარო მეტიჩრები--- მეგობრებო კალოშები შევუგროვოთ ბავშვებს!!!, აქცია – წყალში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია--დაღუპული ბავშვების დასახმარებლად. ვინაა ბიჭო დაღუპული --ეგ გვამები მანდ შეიტანეს, რომ თემა აეწიათ......


ყველა არხზე პოლიტიკური თოქშოუზე მიიწვევდნენ თაკო ჩარკვიანს, გურანდას, ნინის ბაბოს, და იქნებოდა მღვიმის დატბორვის განხილვა პოლიტიკურ ჭრილში ბიძინასთან მიმართებაში.
მოკლედ, გაუმართლათ იმ ბიჭებს რომ ტაილანდში დაიბადნენ.."-წერს კატერინა ჟვანია.

image

შეგახსენებთ, ტაილნადში 23 ივნისს მოზარდ ფეხბურთელთა გუნდი მწვრთნელთან ერთად მღვიმეში ექსკურსიაზე წავიდა, თუმცა ძლიერი წვიმის შემდეგ იქიდან გამოსვლა ვეღარ შეძლეს, მაშველებმა ბავშვები 3 ივლისს აღმოაჩინეს, ინტენსიური სამაშველო ოპერაცია ეტაპობრივად მიმდინარეობდა, სადაც მრავალი ქვეყანა ჩაერთო, ურთულეს პირობებში განხორციელებული ოპერაცია 10 ივლისს საბოლოოდ წარმატებით დასრულდა, ყველა ბავშვი და მწვრთნელი გადაარჩინეს.

image

1
112
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
112
  
2018, 6 აგვისტო, 13:54
გაიხარე, კარგად ვიხალისე... სრული სიმართლეა(
0 1 1