ფეხბურთი FIFA-მ ჩემპიონატის რეჟისორები სექსიზმში დაადანაშაულა და რუსების ირონიული პასუხი 2018, 13 ივლისი, 10:01
FIFA-ს ექპერტებმა გაანალიზეს მსოფლიო ჩემპიონატი და გაავრცელეს განცხადება, სადაც რუს რეჟისორებს სექსიზმში ადანაშაულებენ, მათი აზრით აშკარად მეტი ადგილი აქვს სექსიზმს ვიდრე რასიზმს და მოუწოდეს მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებს იშვიათად აჩვენონ კადრში ლამაზი გოგონები.
როგორც Associated Press-სი იტყობინება, FIFA პრობლემის გადაწყვეტა იმ კადრების შემცირებითაა შესაძლებელი, სადაც მომხიბვლელ, გულშემატკივრებს აფიქსირებენ რუსი რეჟისორები, რაც თავისთავად შეამცირებს სქესობრივი ნიშნით სექსუალურ დიკრიმინაციას. მს ჩემპიონატის სოციალური განყოფილების უფროსის ფედერიკო ადიეჩის განცხადებით, ასეთი პოზიცია წარმოადგენს "ნორმალურ ევოლუციას", მანვე დასძინა, რომ წლევანდელი ჩემპიონატის ჩვენება გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ბრაზილიაში 2014 წელს.
ამასობაში FIFA -ს ინიციატივას გამოხმაურება მოჰყვა რუსეთში, მათ ცოტა უცნაური უწოდეს ამ განცხადებას, ცნობილმა პოლიტიკოსმა ვიტალი ტრეტიაკოვმა ასეთი კომენტარი გააკეთა:კითხვა ფიფას:რა ტრანგენდერები ვაჩვენოთ?საიდან მოვიყვანოთ?" პეტერბურგელმა პოლიტიკოსის ვიტალი მილონოვის აზრით ამ საქმეში აშკარად ლიბერალების ლობისტები არიან ჩართულები:
"ვფიქრობ, რომ ამ რეკომენდაციის შემდეგ აშკარაა ის ფაქტი, რომ ფიფა-ში საკმაოდ სერიოზულად ჩასახლდა პოლიტიკა.რა არის ეს, თუა არა პოლიტიკის ელემენტი?ფიფას ეს სურვილი აშკარად ლიბერალების ლობისტების ზეწოლის შედეგია...ფეხბურთის ტრანსლირების დროს ბუნებრივია ფეხბურთელების გარდა აჩვენებენ გულშემატკივრებს, ქალებს, კაცებს.."ცისფერებს" ხომ არ აჩვენებ!ჩემი აზრით ბევრად უფრო მიზიდველია აჩვენო მომხიბვლელი გულშემატკივარი, ვიდრე რაღაც "ნეიტრალურ-გენდერული ტრანსვეგანი"! ესენი მალე ჩირლიდინგსაც აკრძალავენ!"-განაცხადა პოლიტიკოსმა. 130 6-ს მოსწონს
|