x
მეტი
  • 22.09.2018
  • სტატია:80817
  • ვიდეო:333126
  • სურათი:438186
თბილისის უძველესი ისტორია - ქალაქი-ფენიქსი

თბილისის უძველესი ისტორია - ქალაქი-ფენიქსი


"დამასკოს აქებს, ვით სამოთხეს, ყურანის სურა.

აღმოსავლეთის პოეტებიც მას უმღერიან...

ჰოი, აშუღნო, ალლაჰის წიგნს ნუ იღებთ ყურად...

თბილისი ქვეყნად - ყველაფერზე მშვენიერია!"


რიზქალლამ ჰასუნ - არაბი პოეტი.



თბილისი ერთ-ერთი უძველესი ისტორიის ქალაქია. ადამიანთა უწყვეტი ცხოვრების ნაშთები ქალაქის ტერიტორიაზე 6000-ზე მეტ წელს ითვლის ანუ უფრო ძველია, ვიდრე ძვ.წ. მე-40 საუკუნე. სწორედ ამ პერიოდიდან, ძვ.წ. მე-40 საუკუნიდან იწყება თბილისის ტერიტორიაზე ადამიანთა უწყვეტი დასახლებების ეპოქა. ამას მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა ადასტურებს. ასევე თბილისის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი კავკასიაში უძველესი ცხენოსნის გამოსახულება - ძვ.წ. მე-13 საუკუნის ბრინჯაოს ნაკეთობა ვერცხლის ინკუსტრაციით, რომელიც ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.


თბილისი


დიღმის მასივის ტერიტორიაზე, საქართველოს სამხედრო გზის დასაწყისში მდებარეობს თრელიგორების ნასახლარი, რომელიც მთელ კავკასიაში გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ყველაზე დიდი დასახლებაა! დასახლება 3 ბუნებრივ ბორცვზეა განლაგებული და ამ ბორცვებზე ადამიანთა უწყვეტად ცხოვრების ნაშთებს თვალი ედევნება ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-4 ათასწლეულის დასაყისიდან მოყოლებული ადრეშუასაუკუნეების ხანის ჩათვლით.


2018 წლის მონაცემებით ქალაქისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლენილია 10, 000-ზე მეტი არქეოლოგიური ექსპონატი და მათ შორის ისტორიული თვალსაზრისით მსოფლიო ღირებულების მქონე არაერთი არტეფაქტი.


თბილისური არქიტექტურა


დედაქალაქის გადმოტანა არმაზიდან (მცხეთიდან) თბილისში დაიწყო დიდმა ქართველთა მეფემ ვარან ხუასრო თანგ (გორგასარ) ხოსროიანმა, იგივე ვახტანგ გორგასალმა. სინამდვილეში ვახტანგს არ დაუარსებია თბილისი, ის იქამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა როგორც ვთქვით, უბრალოდ მან ეს ქალაქი დედაქალაქად აქცია, უფრო მეტად გააშენა, გააფართოვა და და საბოლოოდ მისმა შვილმა მეფე დაჩიმ მისცა დედაქალაქის სტატუსი მე-6 საუკუნის დამდეგს.


ვახტანგ გორგასალი - ვარან ხუასრო თანგ გორგასარ ხოსროიანი


ქალაქი 29-ჯერ სრულად გადაიწვა. ყველაზე დიდი ზარალი ნახა ქალაქმა როდესაც სრულად გაანადგურეს მისი 50, 000-იანი მოსახლეობა ჯერ ბუღა თურქმა 853 წელს, როდესაც მან აიღო ქალაქი, ერთიანად გადაწვა და ამოწყვიტა 50 ათასზე მეტი ტფილისელი. ბუღას ლაშქარში 200, 000-ზე მეტი მეომარი ითვლებოდა. არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს იმ პერიოდის ძალიან მასშტაბურ ხანძარს ამ ტერიტორიაზე. შემდეგ კი 1226 წელს მოაწყვეს ხვარაზმელმა მუსლიმებმა ჯალალ ედ დინის მეთაურობით თბილისელთა გენოციდი. მათ დედაქალაქის აღების შემდეგ სრულად ამოჟლიტეს 100, 000-ზე მეტი თბილისელი. ქალაქის ყველა მცხოვრები, ისე, რომ არცერთი ცოცხალი არსება არ გაუშვიათ ქალაქის კედლებს გარეთ.


ბუღა თურქის ლაშქრობა თბილისზე


2018 წლისთვის უკვე გარდაცვლილია დაახლოებით 200 მილიარდ ადამიანზე მეტი დედამიწაზე. უკვე მკვდარია 200 ათასზე მეტი ეთნოსი და ენა. ქართველები კი დღემდე მყარად დგანან!

ქართველები - ეს არის ხალხი, რომელთა უჯრედები ატარებს შუმერების, ურარტუელების, კოლხების, იბერების, ხალიბების, არიელების და სხვა, პირველი ცივილიზაციების და კულტურების შემოქმედთა გენეტიკას. ეს არის დიდი "კარდჰუს ერი", რომელიც იმდენი ჭამეს გარშემომყოფმა მტრებმა, სანამ არ დააქვეითეს მისი ძლიერება. ისტორიის მანძილზე მოუწყვეს რამდენიმე ასეული გენოციდი და ეთნიკური წმენდა, ყოველი საუკუნე ეთნიკურ წმენდაში და ჰოლოკოსტში, სრულად ცეცხლში დაწვაში გამოატარეს... მაგრამ საოცარია, რომ ამან მხოლოდ გამოაწრთო ისინი, როგორც ცეცხლი აწრთობს ფოლადს. თვითგადარჩენა და ჭირში არნახული გაძლება ქართველების ეთნიკურ პროფესიად იქცა. ქართველებს თავისი დედაქალაქი 29-ჯერ სრულად გადაუწვეს და ოცდაცხრაჯერვე სრულად და უფრო დიდი დიდებით აღდგა თბილისი! ქართველები, მათი დედაქალაქი თბილისი და ფრინველი ფენიქსი ერთი რამით ჰგვანან ერთმანეთს - დაბერებული და დამწვარი ფენიქსი საკუთარივე ფერფლიდან აღდგება და ახალ სიცოცხლეს იწყებს. თბილისის და ქართველების ისტორია დაფერფვლის და ფერფლიდან აღდგომის ისტორიაა. მე ვუწოდებ ქართველებს "ფენიქსის ერს".


თბილისი - ქალაქი-ფენიქსი


"თბილისი რომ არა შესაძლოა ვენაში ტაძრის ნაცვლად, მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალ ედ დინები, ჩინგიზ ხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები. თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე..."

ასჯერ დაეცა თბილისი და ჰოი საოცრებავ!!! ასმეერთედ აღდგა! მოშავდებოდნენ და წაშავდებოდნენ გადამთიელი დამპყრობლები - რომისა და ბიზანტიის მხედრობები, არაბი, სპარსი და თურქი, მონღოლი თუ სხვა უცხო ტომი, დააქცევდნენ დედაქალაქს და ის ისევ აღდგებოდა ფერფლიდან, როგორც ბუფერი, რომელიც ანელებდა, ასუსტებდა უმძლავრეს დარტმებს! ასე იბრძოდა, ასე ეცემოდა თბილისი, თუნდაც ვენისათვის, დასავლეთ ევროპისთვისაც... გიორგი სააკაძის - ამ სახალხო ჰერცოგის შემდეგაც, 300 არაგველის მეთაურობით, რომლებიც საქართველოს კარიბჭეს ლომებივით იცავდნენ, ვიდრემდე ასგზის აღმატებულმა ისინი ალლაჰის ყივილით არ გადათელა..."


ჰუგო ჰუპერტი (1902-1982) ავტრიელი პოეტი. მთარგმნელი. ნაწარმოებიდან "თბილისის აპოლოგია"


ჰუგო ჰუპერტი




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
154
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0