x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
საქართველოში 5 ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკული საშუალებები
ზოგადად ცნება ნარკოტიკი და ნარკომანია საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოჩნდა ჩვენს ქვეყანაში მაგრამ ასეთი “პოპულარობა" განსაკუთრებით ბოლო წლებში მოიპოვა. ყოველდღე ვიგებთ ახალ ამბავს რომლის თანახმადაც გაურკვეველი წარმოშობის ნარკოტიკმა ერთი ან რამდენიმე ადამიანი შეიწირა. რაც დამეთანხმებით ძალიან გულსატკენი და სავალალოა როგორც პირადად ჩვენთვის ასევე ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. რადგანაც ნარკოტიკს ჩვენს ყოველდღიურობაში დიდი დატვირთვა აქვს ამიტომაც ვიფიქრე რომ ხალხი უფრო ინფორმირებული უნდა ყოფილიყო და გადავწყვიტე თქვენთვის გრკვეული სახის ცნობები მომეწოდებინა იმის შესახებ თუ რომელი ნარკოტიკული საშუალებებია გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში და როგორ მოქმედებს იგი ადამიანზე.


1. “ბიო" – არის ნარკოტიკულ ნივთიერებათა ჯგუფი. რომელშიც შედის ორი ან ორზე მეტი სახის ნარკოტიკული საშუალება (უმეტეს შემთხვევაში ბიო შედგება სამი ელემენტისაგან). სწორედ ამის გამო მისი ზემოქმედება ადამიანზე 20–ჯერ აღემატება ჩვეულებრივი ნარკოტიკის ზემოქმედებას. იგი იწვევს ფსიქოზურ აშლილობას, კრუნჩხვებს, სასუნთქი გზების დათრგუნვა რაც შემდგომ სიკვდილს იწვევს მაგრამ ეს უკანასკნელი იშვიათად ხდება პირველივე “დაგემოვნებაზე". ე.წ “ბიოს" პირველი დაგემოვნებისას განსაკუთრებით თავს იჩენს ფსიქოზური პრობლემები მაგალითად ჰალუცინაცია რომელიც შეიძლება იყოს როგორც სმენითი ასევე მხედველობითი. ე.წ “ბიო" იწვევს ძალიან ძლიერ დამოკიდებულებას. და მისი სისტემატიური მიღება რამდენიმე კვირით აუცილებლად ფატალურად დასრულდება მაგრამ ასევე ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევა როცა ბიომ შეიძლება პირველ გასინჯვაზეც ფატალური შედეგი მოგვიტანოს. როგორც ნარკოლოგები ამბობენ ბიოს თრობიდან გამოსვლა საკმაოდ მძიმე და ხანგრძივი პროცესია მაგრამ მისგან განთავისუფლება მაინც შესაძლებელია. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც რომ დღეს–დღეისობით ბიოს შოვნა ან შექმნა უკვე ძალიან მარტივი გახდა.

ბიო-ის სურათის შედეგი

2. აბაზანის მარილი – იგივე მეფედრონი განსაკუთრებით აქტიურად წელს გამოჩნდა ჩვენს ქვეყანაში. მეფედრონი მიეკუთვნება ამფეტამინთა ჯგუფის ნარკოტიკულ ნივთიერებას. მეფედრონით თრობის დროს დამახასიათებელი სიმპტომებია: ეიფორია, ენერგიის მატება, აღგზნება, გადამეტებული აქტიურობა, პულსისა და სუნთქვის გახშირება, ცხვირიდან სისხლდენა, არტერიული წნევის მატება, შფოთვა, პარანოია, მოუსვენრობა, გამონაყარი.დაუშვებელია მეფედრონის მიღებამდე ან მას შემდეგ ადამიანმა მიიღოს ალკოჰოლური ან ენერგეტიკული სასმელი. სანამ თრობისგან არ გათავისუფლდება.როგოც აღნიშნავენ მეფედრონისგან თავის დაღწევა სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან შედარებით მარტივია ამიტომ საზოგადოება ფიქრობს რომ მეფედრონს პირველი მიღების შემდეგ თავს დააღწევ არა და უმეტესად ეს ნარკოტიკი ადამიანებს პირველი გასინჯვის თავანე კლავს რადგანაც ძალიან რთულია მისი დოზის განსაზღვრა იმიტომ რომ ძირითდად ყველას თავისი ინდივიდუალური დოზა აქვს ხოლო ზედოზირება იწვეს: კდურების ბლოკირება, კრუნჩხვები, გულმკერდის ტკივილი, სისხლძარღვების ანთებას და თუ დროზე არ გაუწიეს პიროვნებას სათნადო დახმარება სუნთქვის შეჩერებაც ხდება.

დაკავშირებული სურათი

3. დეზომორფინი – იგივე “კრაკადილი" დღეს დღეისობით იმდენად აღარ მაგრამ წინა წლებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაგრამ ისიც აღსანიშნავია რომ მას დღესაც მრავალი მომხმარებელი ყვას რადგანაც იგი ერთ–ერთი იაფიანი ნარკოტიკული საშუალებაა რომლის დამზადება სახლი პირობებშიც შესაძლებელია და როგორც ამობენ სულ 15 ლარი ჯდება.მაგრამ მისი ზემოქმედება და შემდგომი პერიოდი უსაშინლესია. დეზომორფინში შედის კოდეინი რომელიც ძალიან ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს ამიტომ იგი პირველივე განსინჯვაზე ანვითარებს ძლიერ დამოკიდებულებას მისდამი. ხოლო მისი მიღება იწვევს ძლიერ ჰალუცინაციებს, რეალობისგან გათიშვას, კიდურების დამბლას, სხეულის დაწყლულებასა და ლპობას და შემდგომ უკვე სიკვდილს. ის ნამდვილად არის ერთ–ერთი ძალიან სახიფათო ნარკოტიკი რადგანაც მის გასინჯვის შემდგომ ადამიანი ხდება მასზე სრულიად დამოკიდებული და თუ მას არმიღებს ადამიანს მისი სურვილი ანუ ე.წ “ლომკა" იწირავს ხოლო თუ მიღებს მისი სისტემატიურად მიღება იწვევს სხეულის ლპობას და სიკვდილს.


დაკავშირებული სურათი

4. “ლსდ" – იგივე ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი. ჩვენს ქვეყანაში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ნარკოტიკული საშუალებაა რომელიც ძალიან ადვილი და მარტივი საშოვნელია. ლსდ არის სრულიად სინთეტიკურად დამზადებული ნივთიერება. “ლსდ" ხსნის ტვინის იმ ნაწილს რომელსაც ადამიანი ფხიზელ მდგომარეობაში არიყენებს ანუ ეს ნარკოტიკი საშუალეას გვაძლევს ჩვენთვის არ არსებული მხრიდან შევხედოთ მოვლენებს და აღქმის განსაკუთრებულ უნარს ააქტიურებს “ლსდ" იწვევს მოდუნებას, გულისა და სუნთვის აჩქარებას და განსაკუთრებთ ზრდის ინფაქტის ან\და ინსულტის შანს ასევე შესაძლებელია კრუნჩხვებში ან შოკში ჩვარდნა ეს უკანასკნელი ძირითდად ხდება მაშინ თუ “ლსდ" შედის რეაქციაში ალკოჰოლთნ.იგი არ იწვევს განსაკუთრებით ძლიერ მიჩვევას მასზე თავის დანებება ასე თუ ისე მარტივია უბრალოდ ადამიანმა საჭიროა თვისი გონება დაარწმუნოს იმაში მსგავსი თრობა აღარ უნდა. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ “ლსდ" დეპრესიისგან გამოსასვლელი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

დაკავშირებული სურათი

5. ექსტაზი – ყველაზე გავრცელებული კლუბური ნარკოტიკი რომელიც ზემოთ მოყვანილი ნარკოტიკული საშუალებებისგან განსხვავებით ყველაზე მსუბუქიცაა და განსაკუთრებულ მიჩვევას არ იწვევს მაგრამ იგი პირველივე მიღებაზე ხშირად ფატალური შედეგის მომტანია. რადგანაც ექსტაზი იწვევს მოზღავებულ ენერგიას, აღზნებას, სუნთქვისა და გულის აჩქარებას, ჰალუცინაციებს და ტემპერატურისა და წნევის გაზრდას. იგი სიცოცხლისთვის სახიფათოა რადგანაც მისი მიღების შემთხვევაში ადამიანს ეძლევა მოზღვავებული ენერგია და თუ მან ეს ენერგია არ დახარჯა შეიძლება გამოიწვის “გულის გახეთქვა" ანუ სიკვდილი და მისი ზედოზირება პირდაპირ სიკვდილს იწვევს რადგანაც როგორც ავღნიშნეთ ენერგია ეძლევა ადამიანს და ზედოზირების შემთხვევაში ეს ენერგია ორმაგდება სამმაგდება ან ა.შ და მითუმეტეს უნდა დაიხარჯოს და თანაც შესაძლებელია წნევისა და ტემპერატურის ძალიან აწევა რამაც შესაძლოა შოკი გამოიწვიოს. და თუ პიროვნებამ ექსტაზი მიიღო ერთადერთი რამ რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს არის ის რომ ენერგია მაქსიმალურად უნდა დახარჯოს და არ უნდა მოდუნდეს.

ექსტაზი-ის სურათის შედეგი

0
161
შეფასება არ არის
ავტორი:ლიზი ჩხეიძე
ლიზი ჩხეიძე
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0