x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
5 განსაკუთრებულად ლამაზი ქვეყანა, სადაც შედარებით იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ სახლი
თუ მოგზაურობა გიყვართ ან ქვეყნის დატოვება გსურთ და გაქვთ გარკვეული დანაზოგი, გთავაზობთ იმ ქვეყნების ტოპ ხუთეულს, რომელშიც ბინის ყიდვა შედარებით იაფადაა შესაძლებელი და თანაც, ძალიან ლამაზ ადგილებში.

მაშ ასე, დავიწყოთ:


image

1. კამბოჯა - შეიძლება პირველი სუბტროპიკული სამოთხე არაა ასეთი ადგილებიდან, მაგრამ საკმარისად კარგი და ლამაზია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აქ ცხოვრება იაფია და სულ რაღაც თვეში 600 დოლარად შეგიძლიათ 4 ოთახიანი დიდი ვილა დაიქირაოთ, საოცარი ხედით, ასევე, შედარებით პატარა ბინები იტიდება 20 000 დოლარიდან, ხოლო გირაობით წელიწადში 2000 დოლარიდან.




image


2. ეკვადორი - ეკვადორი ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰგავს ბევრი რამით, აქ გარეთ კვება იმაზე უფრო იაფია, ვიდრე სახლში და სულ რაღაც 50 000 დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ ორსართულიანი კეთილმოწყობილი ვილა.



image

3. მექსიკა - მექსიკაში 700 დოლარად შეგიძლიათ იქირავოთ სახლი, რომელსაც ეყოლება დამლაგებელი და კულინარი. რაც შეეხება საკუთარი სახლის ყიდვას, 40 000 დოლარიდანაა შესაძლებელი. საერთოსაცხოვრებელში ორ-სამოთახიან ბინას უფრო იაფადაც ნახავთ.


image

4. არგენტინა ბოლო დროს ტურისტების მატებით გამოირჩევა, აქ არის უძველესი ისტორია და უამრავი ადგილი დასათვალიერებლად, საკუთარი ბინის ყიდვა აქ 100 000 დოლარიდან არის შესაძლებელი. თუ გავითვალისწინებთ, ამერიკის შეეერთებული სთატების ბინების ფასებს, აქ სახლები გაცილებით იაფია.


image


5. ვიეტნამი - სანაპიროზე უამრავი ლუქსორი სახლებია, მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აქ საკუთარი ბინა ზღვიდან ცოტა მოშორებით შეგიძლიათ შეიძინოთ 25 000 დოლარიდან.






1
2087
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
2087
  
2020, 16 მაისი, 11:33
გთავაზობთ იმ ქვეყნების ტოპ ხუთეულს, ტოპ ახალი ქართული სიტყვაა????
0 1 1