x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვაჟა-ფშაველა კოსმოპოლიტიზმზე და პატრიოტიზმზე(ნაწილი პირველი)

სანამ, ჩემმა ძვირფასმა და ღრმადპატივცემულმა მასწმა, ეს ტექსტი გაგვაცნო, გვითხრა მისი ცუდი დამოკიდებულების შესახებ კოსმოპოლიტების მიმართ. მერე კი დაამატა, რომ ვაჟას სწორედ ამ ნაწერმა შეუცვალა პოზიცია. სწორედ ამიტომ, მომინდა, თვალები ამეხილა მისთვის და წინ აღვდგომოდი ასეთ ტოლერანტულ დამოკიდებულებას!!!რადგან საკმაოდ დიდი ტექსტი გამოვა, რამდენიმე ნაწილად დავყოფ და ნაწილ-ნაწილ შემოგთავაზებთ (თუ არ დამეზარა).ჯერ ცალ-ცალკე გავაკრიტიკებ მონაკვეთებს და ბოლო ნაწილში შევაჯამებ. ვაჟა წერს, რომ ყოველი მამულიშვილი უნდა ემსახუროს სამშობლოს, მის სარგებელზე ფიქრობდეს და რამდენადაც სასარგებლო იქნება სამშობლოსთვის, იმდენადვე გამოადგება მსოფლიოს. აქ შეიძლება ერთი განსხვავება ვიპოვოთ პატრიოტსა და კოსმოპოლიტს შორის: პატრიოტია სწორედ ის, ვისზეც ვაჟა საუბრობს - ის, ვინც ემსახურება სამშობლოს და მის სარგებელზე ფიქრობს, ხოლო, კოსმოპოლიტია ადამიანი, რომლისთვისაც არ არის პრიორიტეტული სამშობლო, მოქმედების მიზეზი მთელი კაცობრიობაა, შედეგი კი-მთელი კაცობრიობისთვის მოტანილი სარგებელი. პატრიოტების მხრიდან კი, ეს შედეგი აღიქმება, პირველ რიგში, სამშობლოსთვის სარგებლის მოტანად და აქედან გამომდინარე, მიზეზი თანამოძმეთათვის სასარგებლო რამის კეთებაა. ვაჟა მხოლოდ შედეგებზე საუბრობს, რადგან, შეუძლებელია, მხოლოდ შედეგებით განასხვავო პატრიოტი და კოსმოპოლიტი, მაგრამ მიზეზებზე საუბარს რატომღაც ერიდება. შემდეგ, ვაჟა უკვე მიზეზებზეც საუბრობს. თურმე, სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები, თავიანთ სამშობლოში, თავიანთი თანამოძმეებისთვის იღვწოდნენ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, ვაჟა, ყოველ მსგავს შედეგს, ერთი და იგივე მიზეზს უძებნიდა. ადამიანები ფიქრობენ თანამოძმეთა სარგებელზე და ამით მთელი კაცობრიობა სარგებელს იღებს. მისი მსჯელობიდან გამომდინარე ვიგებთ, რომ კოსმოპოლიტისა და პატრიოტის ქმედებებს აქვთ ერთი და იმავე შედეგი -მთელი კაცობრიობა სარგებელს იღებს, და ერთი და იგივე მიზეზი - სამშობლოსთვის სარგებლის მოტანა. მაშინ, რა განსხვავებას ხედავს ვაჟა პატრიოტსა და კოსმოპოლიტს შორის? ყოველ ჯერზე, ვაჟა ცალ-ცალკე საუბრობს შედეგებსა და მიზეზებზე. მაგალითად, ამბობს, რომ ''ჰამლეტით'', ინგლისელივით, ვერც ერთი სხვა ეროვნების წარმომადგენელი ვერ ისიამოვნებს -ეს შედეგია, მაგრამ რა ვიცით მიზეზებზე? შექსპირი იმისთვის წერდა ინგლისურად, რომ თანამოძმეთათვის იღვწოდა? ცალკე ის ფაქტი, რომ ორიგინალში ნაწარმოები უკეთ იკითხება, არაფერს ამბობს პატრიოტიზმსა და კოსმოპოლიტიზმზე.

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:ფვდფგ ფვვეტგ
ფვდფგ ფვვეტგ
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0