x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ღმერთო ეს სიზმარი ამიხდინე და თუ საჭიროა ჩემი სიცოცხლე წაიღე სანაცვლოდ

image მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, მაგრად ფანატიკოსი ნამდვილად არა ვარ, ცოდვილიც ვარ და ბევრი ისეთი ცოდვაც მაწევს, რასაც სახარების 10 მცნება კრძალავს.
რაც ჩამიდენია პირადი კეთილდღეობისათვის არ ჩამიდენია!
ეს შესავალი იმისათვის გავაკეთე, რომ ვინმემ სიზმრების გამო სანთელს, რომ აანთებს იმ კატეგორიას არ მიმაკუთვნოს, მაგრამ სიზმარმა, რომელიც დღეს დილით გამთენიისას დამესიზმრა სული, გონება და გული ამიფორიაქა.
ყველაზე მტკივნეულ ადგილზე "დამარტყა" და ახლაც ამ სტატიის დაწერისას ჯერ
კიდევ განცდების ქვეშ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიური ტესტები ყოველთვის საუკეთესოდ მაქვს განვლილი სამხედრო სასწავლებლებში.
თითქოს მძინარემ კი არა ფხიზელმა და საღ გონებაზე მყოფმა ვნახე ეს სიზმარი, ვერც კი ავხსნი თუ რა იყო ეს!
ჩემს საძინებელში "შემოვიდა" ჩემი სოხუმელი ბაბუა, ყოფილი შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ახოვანი მამაკაცი, რომელსაც აფხაზეთის ომის დროს იმ დროისათვის იშვიათი–ამერიკული სამხედრო ფორმა ეცვა, სწორედ ამ ფორმაში გამოწყობილი ბაბუა შემოვიდა საძინებელში და მრისხანე სახით და თვალებით შემომხედა და მითხრა: გუჯა, ბაბუა ეს დაგიბარე მე? არც მამაშენი გიორგისათვის, არც ბიძაშენი ალიკასთვის და არცერთი სხვა რომელიმე შვილიშვილისათვის არ დამიბარებია ამ გაცრეცილი ეროვნული დროშის სოხუმში ჩემი სახლის სახურავზე აღმართვა.
ისიც ვიცი, ამის გაკეთებას, რომ გეგმავდი და დიდი ხნის მეგობარმა გიღალატა.
მე ეს დროშა აქ დარჩება ბაბუ, ეს დროშა საქართველოში უნდა დარჩეს, ვიცი უკრაინაში მიდიხართ მთელი ოჯახი, უარს არ გეუბნებით, მაგრამ ეს დროშა არ წავა უკრაინაში აქ დარჩება საქართველოში იცოდე!!!
ეს სიტყვები მითხრა და თითქოს კედლიდან გავიდაო ისე დამეკარგა თვალთახედვიდან.
გამეღვიძა და პირველი რაც გავაკეთე, შუქის ანთება იყო, დროშა ხომაა ადგილზე მეთქი! დროშა ადგილზე იყო, შუქი ჩავაქრე და ჩამეძინა, სიზმარს სიზმარი მიება–მგელი ვიყავი და ჩემს ირგვლივ უამრავი მგელი იყო თავმოყრილი, რომლებსაც ჩემი ყოფილი მეთაური ხელმძღვანელობდა.
მეთაურსაც და სხვა მგლებსაც მარჯვენა ბეჭზე სათითაოდ ეწერა სიტყვა გურჯი, ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ მგლები ადამიანებივით საუბრობდნენ.
ყოფილ მეთაურს პორტატული რაცია ეკავა და ვიღაცას თუ რაღაცას უცდიდა, მგლებს კი მგლები ემატებოდა და ემატებოდა. აქ იყვნენ ასაკოვანი მგლებიც, ახალგაზრდა მგლებიც და მგლის ლეკვებიც.
მეთაურის რაციაში გაისმა ხმა: მარუხისა და ქლუხორის უღელტეხილები ჩვენმა დესანტმა ჩაკეტა, დალის ხეობას კონტროლქვეშ ვიბრუნებთ -დაიწყეთ შეტევა.
მეთაური მოტრიალდა და ბრძანება გასცა: მოემზადეთ, ენგურის ფორსირებას ვიწყებთ აფხაზეთი უნდა დავიბრუნოთ.
მე რატომღაც ბაბუასეული დროშა მომცა და მითხრა: თავზე მეტად ამ დროშას გაუფრთხილდი!!!
ენგურის მთელი პერიმეტრი გადალახეს მგლებმა, გაარღვიეს მავთულხლართები და გალის რაიონში შეიჭრნენ, გალში მგლებს აფთრები და ტურები ხვდებოდნენ წინ, მაგრამ გაავებული მგლების შეჩერების ძალა მათ არ ჰქონდათ, რაციაში კი ისმოდა ხმები: დავიბრუნეთ დალის ხეობა, დავიბრუნეთ ლათას გვირაბები, დავიბრუნეთ ტყვარჩელი, დავიბრუნეთ წებელდა, შეხვედრა და გაერთიანება მოხდება გულრიფშში.
მგლებმა მიყოლებით აიღეს დასახლებები და გულრიფშში შევიდნენ, აქ კი მგლების საერთო მეთაური წარუდგა მგლებს და მგლებოო კი არ მიურმართავს, არც სიტყვა ქართველი უხსენებია: გურჯებო, მთავარი ბრძოლები წინ გველის აფთრები და ტურები, კი გავრეკეთ, მაგრამ დათვებთან მოგვიწევს შერკინებაო. ეს ბრძანა და საერთო იერიშის დაწყების ბრძანებაც გასცა. ზღვის ტალღასავით დაიძრა მგლების ლაშქარი, გადათელა გზაზე ყველა წინააღმდეგობა და სოხუმში შევიდა.
მეთაურმა გადმომცა ბაბუასეული, აფსუებისა და მათი მოკავშირეების ტყვიებისაგან და სიძველისაგან დაცრეცილი დროშა და მიბრძანა: ბაბუას დანაბარები შეასრულე და ქართული დროშა ლაშქარს ახალ ძალას მისცემს მთავარი ბრძოლისათვის.
ასეც გავაკეთე და ბაბუასეულ სახლზე სახურავზე ავღმართე დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის დროშა, რამაც მგლებში "აღმაფრენა" გამოიწვია.
მდინარე გუმისთასთან კი დათვებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც რუსული ფორმები ეცვათ, სწორედ აქ მოხდა პირველი შეჯახება დათვებთან, ნელა მაგრამ მგლებმა დათვებს უკან დაახევინეს, დაახევინეს და უკან მიყვნენ. ეცემოდნენ ბრძოლაში მგლები, მაგრამ მგლების შეტევა არ ნელდებოდა, დაცემულის ადგილს ახალი მგელი იკავებდა.
ბრძოლა კი გრძელდებოდა და როგორც იქნა დათვები ფსოუზე გადარეკეს მგლებმა.
ერთერთმა მგელმა ხუთჯვრიანი დროშა ააფრიალა, გავხედე დასისხლიანებულ მგლებს, რომლებიც მაღლა აღმართულ ალამს უყურებდნენ.
ფსოუს გავხედე და საკონტროლო გამშვებ პუნქტზე უზარმაზარ აბრაზე დიდი ასოებით, ქართულად, აფხაზურად, ინგლისურად ეწერა "გურჯების ქვეყანა", სიტყვა"Грузия" არსად არ ეწერა.
დილის 6 საათი იყო, სიზმრიდან ჯერ კიდევ არ ვიყავი გამოსული (ასე არასოდეს არ მომსვლია) და რატომღაც საწოლის თავზე გაკრულ ბაბუასეულ დროშას მოვკიდე ხელი.
ნელნელა გავაცნობიერე, რომ ეს სიზმარი იყო, მაგრამ ერთ რამეს მივხვდი-ბაბუასეულმა დროშამ, მე უკრაინაში, რომ წავალ ადგილი არ უნდა შეიცვალოს მანამ, სანამ აფხაზეთში არ იქნება დაბრუნება.
არ ვიცი ვინ როგორ მიიღებს, ვინ რა კომენტარს დადებს, მაგრამ დავწერე ის რაც ვნახე სიზმრად.
მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც ნათელმხილველი, უბრალოდ და დაწვრი-ლებით დავწერე ის რაც დამესიზმრა.
პ.ს
ღმერთო ეს სიზმარი ამიხდინე და თუ საჭიროა სანაცვლოდ ჩეემი სული წაიღე...
image

9
477
20-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
477
  
2018, 7 იანვარი, 13:41
შობას გილოცავთ
აუცილებლად დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს, წამითაც არ შემპარვია ამაში არასოდეს ეჭვი.
2018, 7 იანვარი, 13:40
ამინ, შობას გილოცავ გიო...
2018, 7 იანვარი, 13:39
შობას გილოცავთ უპირველესად.
ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არ მომსვლია, თითქოს რეალურად ხდებოდა ყველაფერი ისეთი შეგრძნება მქონდა და გამოღვიძების მერეც კი კარგა ხანს ისე ვგრძნობდი თავს თითქოს ეს ყველაფერი მოხდა...
2018, 7 იანვარი, 11:02
საოცარი სიზმარია....სიტყვები არ მყოფნის ემოციის გამოსახატავად....და წარმომიდგენია თავად როგორ იქნებოდით ...
2018, 6 იანვარი, 19:31
გუჯა ღმერთმა გისმინოს და შენი სიზმარი აგვიხდინოს უახლოვეს მომავალში დავბრუნებულიყავით
2018, 6 იანვარი, 17:23
ვიზიარებ შენს პათოსს, მაგრამ ,,დაბრუნება,, ფანტაზიის სფეროა, სამწუხაროდ... ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში((((
0 1 9