x
image
ნინო მესხიძე
ცესკო: აჭარაში ყველაზე დაბალი აქტივობა ბათუმშია, ყველაზე მაღალი – შუახევში

image

ცესკოს ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით აჭარაში ხმა მისცა 20 083 ამომრჩეველმა, რაც აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 6.5 პროცენტია.

imageაჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ჯერჯერობით ყველაზე მაღალი აქტივობაა შუახევში, სადაც ამომრჩეველთა 9, 6-მა პროცენტმა მისცა ხმა, ყველაზე დაბალი კი ბათუმში, სადაც ათი საათისთვის ამომრჩეველთა 5-მა პროცენტმა, სულ 7014 ამომრჩეველმა მისცა ხმა.

imageცესკოს მონაცემებით ბათუმში [79 საარჩევნო ოლქი] რეგისტრირებულია 139 595 ამომრჩეველი, ქედაში – 15 643; ქობულეთში – 67 703; შუახევში – 15 009; ხელვაჩაურში – 44 928, ხოლო ხულოში – 23 983. აჭარაში ამ დროისათვის სულ 306 861 ამომრჩეველია.

0
9
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0