x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352380
  • სურათი:508424
ევროპის ექიმები განგაშს ტეხენ!
image

ევროპის ექიმები შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო დროს მზარდი ტენდენციის მიმართ, უფრო და უფრო მეტი მშობელი ამბობს უარს ბავშვის აცრაზე.

სოციალურ ქსელებში პოპულარული ხდება ისეთი ისტორიები, როგორიცაა მაგალითად“ერთი გოგონა აცრეს და აუტიზმი განუვითარდა" და სხვ.

აცრასა და აუტიზმს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს, სამაგიეროდ პირდაპირი კავშირია წითურასა და აუტიზმს შორის. წითურას სხვა გართულებებია: სიყრუე, პნევმონია, გულის დაავადებები, თავის ტვინის დაზიანება.


ამასთან, ამ გართულებებმა შესაძლოა მოგვიანებით იჩინონ თავი.

მშობლები, უჯერებენ რა ასეთ ისტორიებს აცრით გამოწვეულ აუტიზმზე, ისტერიკას ტეხენ და უარს ამბობენ ბავშვის აცრაზე და ამით განაჩენი გამოაქვთ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ბავშვისთვისაც.

აცრა ტარდება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვი ავად არ გახდეს.ის ბარიერს უქმნის დაავადების გავრცელებასაც. შესაძლოა ავად არ იყოთ, მაგრამ დაავადების მატარებელი იყოთ.

ეპიდემიის საფრთხე რომ თავიდან ავირიდოთ, საჭიროა ბავშვების 95% იყოს აცრილი, მაშინ აუცრელი 5% აღარ დაავადდება.

ზოგჯერ ექიმები, იმუნიტეტის გათვალისწინებით, აცრას უკრძალავენ. ასეთი ბავშვები უსაფრთხოდ იქნებიან მაშინ, თუ სხვა ჯანმრთელი ბავშვები აიცრებიან.

ეს ბალანსი ირღვევა, როცა მშობლები გადაწყვეტენ, რომ ბავშვს აცრა არ ჭირდება.

ევროპაში, ამ მხრივ, მძიმე მდგომარეობაა რუმინეთში.2016 წელს წითურას 2000 შემთხვევა დაფიქსირდა. 17 ბავშვი გარდაიცვალა, სამედიცინო ისტორიებით დადგინდა, რომ არცერთი არ იყო აცრილი.

რუმინეთში ვაქცინაციის დონე ბოლო წლებში 86%-მდე შემცირდა, საჭირო 95%-დან და ერთგვარ “მოდად" იქცა აცრებზე უარის თქმა.

საფრთხის მატარებელი შემდეგი ქვეყანა იტალიაა.ზოგადად, ევროპის 32 ქვეყნიდან 22-ში ამ მხრივ ცუდი სიტუაციაა. 2017 წლის იანვარში, ევროპის 7 ქვეყანაში ისევ დაფიქსირდა წითურას ასამდე შემთხვევა.

რა საფრთხეს შეიცავს წითურა?

დაავადებულთა 10%-ში იწვევს სიყრუეს.

5%-ში-პნევმონიას.

რუმინეთში კი, როგორც ვნახეთ, ყოველი მეასე ბავშვი მოკვდა.


გახსოვდეთ, აცრაზე უარის თქმით განაჩენი გამოგაქვვთ არა მხოლოდ საკუთარი შვილისთვის, არამედ სხვა პატარებისთვისაც.

0
350
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0