x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
იუნა შაფათავა: ჩვენი საყვარელი პატრული
image


ჩვენთვის კარგად ნაცნობი ტელესახე იუნა შაფათავა თითქმის აგერ უკვე წელიწადია შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ინტერნეტმომხარებლებს იქედან ანებივრებს საკმაოდ საინტერესო და სახალისო პოსტებით ჩვეულებრივი თუ ელიტური ამერიკის ყოველდღიური ცხოვრებიდან.ვფიქრობ არც ქვემოთ მოთხრობილი ისტორიაა გამონაკლისი.


"მოკლედ, ჯერსიში ვიყავი დღეს, გადათხრილია ქუჩები უკვე ერთი თვეა აკეთებენ/ კოლუმბის საფლავს ეძებენ აშკარად) შეტყობინებას ეწერა -გზის საფარის სამუშაოები - 1 დღე, 17 აპრილიო..ერთი თვე გავიდა ზუსტად ლატკები ადევს- ნარმანია ღმერთია, რომ ლანძღვდით, ისეთი ბანძი "ლატკებია". ადგილი - ძალიან "ხოდოვოი"-პორტი, ერთ-ერთი უდიდესი ამერიკაში და ნიუარკის აეროპორტი იქვე. მაგაზე არ ვყვები.
მოვდივარ ჯერსიდან ნიუ-იორკში, ვხედავ - ისევ თხრიან თუ აგებენ, რას გაუგებ, გზა გადაკეტილია, სადაც ნიუ-იორკის ავტობუსის გაჩერებაა. ვხედავ- მთავარ არტერია გზაზე ამაყად პატრული დგას და შიგნით ზის კოპი, კლასიკური კოპის სიფათით. გზა გადაკეტილია, აკკურატ, გაპრანჭულ ქუსლიან ლამაზად ჩაცმული მივადექი. ზის საჭესთან მარტო, მიგალკები ჩართული, ერთი სირენა აკლია და განგაშია რა:) საინტერესოა, რომ მივუახლოვდი მანქანას, რომ
არ მცოდნოდა, პოლიცაია, ვიფიქრებდი ეს უბედური ან პლანს ეწევა ან არალეგალია, ისეთი დამფრთხალი ჩანდა ჩემ დანახვაზე ომახიანად ჰაილ' ვუთხარი და აბა მითხარი, ჩემი ნიუ-იორკის ავტობუსი რომელი გზით წავა მეთქი-ძააალიან ტკბილად მიყურებს იცით როგორ? აი გეგონება პორნოს უყურებდა და შევუსწარი საქმით დაკავებულს- სიმართლე გითხდათ, ხელები სად ედო, არ ჩანდა, ხოდა მიყურებს ასევე ნულოვანი გამომხატველობის მქონე სახით და - მე რა ვიციო? აბა ვინ იცის მეთქი? აქ ავტობუსის გაჩერებაა, ხედავ მეთქი-ვუჩვენებ ბოძზე ნიშანს. არ ვიციო. მივხვდი დიალოგი ვერ შედგა. ერთი ხელი ამოიღო საიდანღაც, გაიშვირა განუსაზღვრელი მიმართულებით -აი, იქ, ხეებთან ჩერდება ავტობუსიო (უნამუსო ვიყო, იქ შუქნიშანია და გადასასვლე შორეული თეორიული შანსი არაა იქ რაიმენაირი ავტობუსის ან ტრანსპორტის გაჩერების. მააადლობა მეთქი- რა უნდა ქნა, დიაგნოზი სახეზეა.
სუფთა ინტუიტიურად გზაჯვარედინზე დავდექი, ხერხემალს მოვუსმინე- აბა სადაა ჩემი ოცნების ქალაქი მეთქი- მერე ტრაფარეტებს გავხედე და ჩემი თავისუფლების ნიავი საიდანაც უბერავს, ხერხემლით მივხვდი. ჩემი ავტობუსი 2 წამში გამოჩნდა. ჩავიფიქრე- თუ ჩემკენ წამოვიდა, იუნუსიკ, რისპექტ.თუ გადაუხვია- ნიუ იორკში დაბრუნების გეგმა ბ, გ ამოქმედდება ვიფიქრე...რკ/გ სადგური და ა.შ.
შუაში ვიდექი გასაკეთებელი გზის გადაკვეთაზე, სანამ ვფიქრობდი, მანქანების რიგი დადგა- ფეხითმოსიარულე გაურკვევლად დგას, მელოდებიან. გადავედი დავდექი ტროტუარზე.
ჩემმა ავტობუსმა მსოფლიოში ყველაზე საოცნებო წარწერით NEW YORK ჩემსკენ გადმოუხვია. ნიო იორკის სიომ ჩოლკა დამცინავად ამიჩეჩა, მიცანიო, you bitch
გადმოუხვია ამხელა ავტობუსმა და კარი სრიალით გაიღო-მძღოლმა ხელი დამიქნია- ამოვი დროზეო.
ავედი, დავჯექი. ახლა გამახსენდა, ბილეთიც არ ვაჩვენე, ისე გამიკვირდა, რომ გადმოუხვია, თვითონაც არ უკითხავს, მიცნობს მთელი ავტობუსების პარკი))) ერთი ეს მითხარიო- ამ შუა გზაზე რატომ იდექი? გიყურებ- ვერ მივხვდი რა ხდება, შუა გზაზე დგახარო)))) მერე მივხვდი, გზას გავხედე, გადაკეტილიაო-wtf არც გავუფრთხილებივართო :))) ხოო-მეთქი, პატრული იდგა დიდის ამბით, "სვეტომუზიკა" ჩართული მე რა ვიცი სად გაივლის შენი ავტობუსიო- მიგალკა კი აქვს ჩართული ახალი წლის ხესავით რას დგას რისთვის დააყენეს ვერ ვხვდები მეთქი, გადავარდა მძღოლი - ვერ არიანო რა, მიმართულება დაეწერათ ან მანიშნებელი დაედგათო, რომ გნახე გზაზე, გამოვშტერდიო...
მადლობა მეთქი, სადგურზე თრევას გადამარჩინე-კაი რა, დაიკიდეო...
მიყვარს სიმბოლური მომენტები და ნიშნები. ხერხემალში რომ გივლის და სიოც რომ შენსკენაა, მოხეტიალე სულის პირველი მეგობარი...ხან რომ სახეში გირტყამს, წინ იარე, რთულია, მაგრამ იარე, ხან ზურგში გაწვება, ჩქარა მეთქი, ჩქარა, გოგონი, სადაა ზანტობის დრო...
ჩემი NEW YORK bus-ის ამბავი. არ დამიჯერებთ, ყოველ ჯერზე ამ წარწერის დანახვაზე, რაც არ უნდა ხდებოდეს, მეღიმება. ხიდებზე წარწერაზე- welcome to NEW YORK. შტატიდან შტატში გადასასვლელზე WELCOME TO NEW YORK. სულ მეღიმება. არ მოვიტყუებ, ბევრჯერ ძალიან ძალიან მიტირია, ცრემლები მიშლიდნენ რაიმეს დანახვას. მაგრამ ამ წარწერის დანახვაზე ცრემლები მიშრება და მეღიმება. უცბად რომ კოკისპირული წვიმა გადაიღებს და მზე გამოდის, ისე. იმ წამს მახსენდება - i have a goal! უბრალოდ არ ჩამოვსულვარ აქ და ვინ ვარ, რა ხერხემალი მიჭერს და მამოძრავებს. ვგრძნობ ტვინის იმ უჯრედებს, გიჟ თავში რომ ემოკლება დრო და მანძილები და სულ წინ მექაჩება, per aspera. უცნობი შუქისკენ, რომ არ მასვენებს. უცნობი ადამიანებისკენ, რომ პირველი შეხედვისთანავე მეუბნებიან-go girl, u have it! i'm sure, u'll make it!
იმ მიზნისკენ, ჩემი ლამაზი ინიციალებიანი ლოგინიდან და მოციმციმე შუქის წარწერა love კედელზე მიმატოვებინა, ჩემი წიგნების უსასრულო კითხვით ღამე და კლასიკური კინოების ყურება, თვითგანათლება დაუსრულებლად. ამ ტვინმა იცის, რატომ არ მეძინა და გზას ვარჩევდი. ვარჩევდი იმიტომ, რომ დრო სულ ცოტაა, ინტუიცია კი, როგორც დღეს, იმ ქალაქში მექაჩებოდა, სადაც დღეს ვარ. იმ
ქალაქის სქაილაინს რომ ვუყურებ, ამ წბეტების ზემოთ, ჰორიზონტზე, ისევ წვეტებია და ცა.
არა ისეთი ღრმა, როგორც ქართული ცა, ჩემი საყვარელი და განუმეორებელი.
ამ ცას, სადაც ჩემი ჩოლკის ამგდებმა სიომ უძილო ღამეებში ჩურჩულით მომიყვანა-წადიიი წადიიი გოგონი....წადი იმ
ქალაქში, სადაც ხერხემალზე ჟრუანტელი გივლის, სქაილაინის დანახვაზე, არამშობლიური ცის ქვეშ, რომელმაც იმიტომ
დაგიძახა, რომ მას არ აქვს ლიმიტი და სიმაღლის შეზღუდვა, შეზღუდვა, რომელიც ასე არ გიყვარს.
სიმაღლის მეშინია, ერთია, მაგრამ if i can make it here, i can make it anywhere-ამ სიტყვებმა რომ დამაბა პირველივე გაგონებაზე, გამყვება ბოლომდე #wehaveagoal #gotohollywoodplayinthemoviewinoscar რა შოკისმომგვრელად არ უნდა ჟღერდეს, ოცნება უნდა იყოს დიიიდი და ბრჭყვიალა, ასრულებული სიზმარივით. #lux"



image

1
346
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
346
  
2017, 17 მაისი, 12:59
ჩამოდი აქ გელოდება შენი საყვარელი პატრული:-)
0 1 1