x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტყუპები მაია ასათიანის ცხოვრებაში-ტელეწამყვანი მალე ირინა სარიშვილის გოგონების ნათლია გახდება

image
ჟურნალისტი მაია ასათიანი ორიოდე დღის წინ ტელეეკრანზე დაბრუნდა. მის მეორმოცე დაბადების დღეზე მაიასათვის ახალი ცხოვრება დაიწყო. ახალი გადაცემა კი იმ დედებს ეხებოდათ, რომლებმაც შვილები დაკარგეს.

"დღეს ჩემი ახალი ცხოვრების პირველი დღეა! უთქვენოდ ეს არ მოხდებოდა!დიდი მადლობა სიყვარულისთვის"

image


"არ არსებობს სამყაროში სიტყვები, ჩემი თქვენდამი მადლიერება რომ გამოხატოს!საოცარი ძალა მომანიჭეთ და თითოეული თქვენგანის დამსახურებაა -ცოცხალი რომ ვარ! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე! ცხოვრება გრძელდება"-წერდა მაია ასათიანი გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ.image

გადაცემაში სტუმრად იყო მოწვეული ირინა სარიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პატარა ბიჭუნა იშვილა, რომელის მალევე გარდაიცვალა. სულ ცოტა ხნის წინ კი ტყუპი გოგონების, მარიამისა და ბარბარეს დედა გახდა. გოგონების ნალია კი მალე მაია ასათიანი გახდება. "მაია ასათიანი <3

შენ ხარ ყველაზე მაგარი გოგო და ძალიან მიხარია რომ ჩემს ტყუპებს სხვებთან ერთად შენნაირი მაგარი ნათლია ეყოლებათ"-წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.image



23 თებერვალს მაია ასათიანს ქალიშვილი ნუცა მახვილაძე საფრანგეთის საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა. გოგონა 18 წლის გახლდათ, საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა. ცოტა ხნის წინ ნუცა მახვილაძის სახელობის სტიპენდია დაარსდა, პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში საუკეთესო ქულების მქონე მინიმუმ ერთი ქართველი სტუდენტი უფასოდ ისწვლის. უნივერსიტეტის ეზოში კი ნუცას სახელობის ნატვრის ხე დადგეს.

მიუხედავად რთული პერიოდისა მაია ასათიანი სამსახურში დაბრუნდა. "დაცემა ადვილია, ფეხზე დგომაა ძნელი! ეს ჩემმა მასწავლებელმა, ოთარ შაორშაძემ მითხრა, ერთადერ 18 წლის შვილს რომ კრძალავდა იმ დღეს! 20 წლის წინ იყო ეს... ჰოდა დაცემა ადვილია- მე არ მიყვარს ადვილი გამოწვევები"-წერდა მაია სოციალურ ქსელში.image

მაია ასათიანი სამსახურს დაუბრუნდა (+ფოტო)



"დაცემა ადვილია, ფეხზე დგომაა ძნელი"-მაია ასათიანის ემოციური პოსტი


"მთელი უნივერსიტეტი ტიროდა თურმე ნუცას, ეზოში დაიდგმება მისი სახელობის ნატვრის ხე და სტუდენტები მიიღებენ მისი სახელობის დაფინანსებას"-ნანუკა ჟორჟოლიანი .


მაია ასათიანის ქალიშვილი გარდაიცვალა (ცოტა რამ ნუცას შესახებ)


რატომ მალავს მაია ასათიანი ქალიშვილს?! ვინ არის და როგორ გამოიყურება ნუცა მახვილაძე (+ფოტოები)


ვინ არის და რას საქმიანობს მაია ასათიანის ყოფილი ქმარი ირაკლი მახვილაძე

0
1710
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1710
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0