x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გლდანის პატიმრის დღიური (ეპილოგი) მიმართვა ყოფილ პატიმრებს და 9+1

image

მე არ ვიცი, რატომ იჯექით, რა დააშავეთ ან არ დააშავეთ, ეს არაა ჩემი საქმე. სასჯელის შემდეგ თავს ნუ დაღუნავთ, ნუ დაიწყებთ იმაზე წუწუნს რომ არაფერი გამოგდით. ჩადეთ მთელი ქვენი შესაძლებლობები და არ გაჩერდეთ. იმოძრავეთ, ღმერთიც არ გაგწირავთ. მეგობრების თუ კეთილი ადამიანების დახმარებით შეძლებთ საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. მოკლედ გეტყვით მე რა გავიარე. პირველი რაც მეგობრების დახმარებით გავაკეთე, ის იყო რომ დავიწყეთ კამპანია და პატიმრებისთვის წიგნები შევაგროვთ. ნიკოლოზ შარვაშიძეს, არჩილ მჭედლიშვილის, ზურა და რატი თეგერაშვილების, ნოდარ ეჟიშვილის, გოგა მოსიაშვილის და კიდევ კახეთის რეგიონში მომუშავე ყველა ჟურნალისტის დახმარებით, ვხვდებოდით მოქალაქეებს, მსახიობებს, მწერლებს სტუდენტებს, ბიბლიოთეკებს. ათასზე მეტი წიგნი შევაგროვეთ და პირადად ჩავიტანეთ სასჯელ აღსრულების დეპარტამენტში. ვთხოვე რომ ეს წიგნები პირდაპირ მეთვრამეტე დაწესებულებაში შესულიყო.


არ შემიძლია არ ვთქვა ჩემი გულისტკენა, როდესაც წიგნებს ვაგროვებდით, ალავერდის ეპარქიის მეუფეს სასულიერო ლიტერატურა ვთხოვეთ. რაზეც უარი გვითხრეს, საშუალება არ გვაქვსო. ეს ის ალავერდის მეუფეა, რომელიც ღვინით, თაფლით საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს ღებულობს. ამბობენ მონასტერს ახმარსო, მაგრამ მაინტერესებს, ტაძრის წინ დაგებული ფილაქანი უფრო მნიშვნელოვანია, თუ თუნდაც ერთი პატიმრის ხელში მოხვედრილი სახარება ან ლოცვანი.


ამის შემდეგ დავდიოდი, ყველა საინტერესო შეხვედრასა და საღამოზე, ვაკეთებდი ფოტო რეპორტაჟებს და ვდებდი ჩემს სოციალურ გვერდებზე. ამის შემდეგ თელავის მედია კაფეში დვიწყე მუშაობა, მაია მამულაშვილის შემოთავაზებით, მიუხედავად იმის რომ იქიდან აზრთა განსხვავებულობის გამო ხმაურით მომიწია წამოსვლა. არ შემიძლია მას მადლობა არ ვუთხრა. ერთი ნაციხარი ბიჭის დასაქმებისათვის. მერე იყო საკუთარი პორტალი და უფინანსობის პირობებშიც კი საკმაოდ მაღალი რეიტინგები. და ბოლოს ჩემი მეორე სახლი, ტელეკომპანია თანამგზავრი და მისი თვითოეული თანამშრომელი, რომლებთან ურთიერთობაც ჩემთვის კომფორტი და სიამოვნებაა.


9+1


ერთ დღეს სოციალურ ქსელში ვლადიმერ ბედუკაძემ მომწერა. მითხრა ფილმის გადაღებას ვაპირებთ ციხის ამბებზე და გოგა ხაინდრავას შენი დღიურები შევთავაზეო. საინტერესოა მეთქი. ჩავედი და ჩავუტანე. ჩავუტანე აბსოლუტურად უსასყიდლოდ. როგორც მოგვიანებით მითხრეს გარკვეული ეპიზოდები სცენარში აუცილებლად მოხვდება. როგორც ვიცი ფილმი მაისში გამოვა და თუნდაც არსად იყოს ნახსენები რომ ამ დღიურსაც მიძღვის წვლილი, ჩვთვლი რომ მისია შევასრულე. და ბოლოს მადლობა ჩემს თვითოეულ მკითხველს. ვინც ერთი თავი მაინც წაიკითხა. თქვენც ვინც მწერთ და მაგულიანებთ რომ ვიფიქრო წიგნის გამოცემაზე. ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ხდებოდით უშუალო მონაწილე ყველა იმ პროცესის რაც ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში ხდებოდა. ყველაზე ცუდია ის რომ მწამებელთა დიდი ნაწილი პასუხისგებას გაექცა სხვადასხვა ქვეყნებში. ნაწილს კი სასაცილო სასჯელები დაურიგეს. თუმცა არაუშავს. ღმერთი მაღლიდან იყურება.

http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/72881-%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95/

0
71
2-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0