x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბავშვობაში დარჩენილი სიყვარული...
image
ერთი წლის მანძილზე გუშინ პირველად ჩავედი სოფელში, სოფელში სადაც ულამაზესი ბავშვობა გავატარე...

ხან საქმეს ვიმიზებ ხან კიდევ რას, მაგრამ ერთადერთი სიმართლე ის არის რომ ჩემი სოფელი ბავშვობაში დარჩა აქ ძველებურად არაფერია...

მე აქ აღარ მელიან და აღარც მიმეჩქარება ძველებურად...

მანქანა სკოლის წინ გავაჩერე და საათზე დავხედე..ერთადერთი მეგობარი რომელიც აქ შემომრჩა ეხლა სკოლაშია და გაკვეთილს ატარებს მე კი ნახევარი საათი უნდა ველოდო..


სავარძლის საზურგეს მივეყრდენი და სკოლას გავხედე...

სკოლის ეზოში პატარა გოგონა და ბიჭი გამოვიდა გაცხარებული კამათობდნენ თუმცა რაზე ვერ გეტყვით რადგანაც მათი ხმა არ მესმოდა...ბავშვებს მანამდე ვუყურე სანამ თვალს მოეფარნენ..მათ დანახვაზე ბავშვობაში დავბრუნდი და ნიკა და ნათია გამახსენდა...

ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა ნათია მამიდამ პირველად სამსახურში წაიყვანა...

ნათია მაშინ მხოლოდ ხუთი წლის იყო და ბაღის შემდეგ სკოლით ისეთი აღფრთოვანებული იყო ემოციებს ვერ მალავდა...

ჯგუფში 12 ბავშვი იჯდა და განაბული უსმენდნენ მასწავლებელს..

ნათიას მამიდა ეუცხოვა, მოეწონა და იმ დღეს მტკიცედ გადაწყვვიტა რომ მასწავლებელი გახდებოდა...

სწორედ ამ ბავშვებიდან ერთ-ერთი იყო ნიკა ყველაზე ცელქი და მოუსვენარი...

ნიკას მოეწონა პატარა კიკინებიანი გოგო მაგრამ მან მოწონება თავისებურად გამოხატა და პირველივე დღეს ნათია სკამზე თმებით დააბა...

რასაც ნათიას გულამოსკვნილი ტირილი და ნიკას დასჯა მოჰყვა...აი ასე შედგა მათი ნაცნობობა..თუმცა საქმე უფრო რთულად გაგრძელდა მათი ყოველი შეხვედრა ჩხუბით მთავრდებოდა..."ქალაქელო" ყოველი ნათიას დანახვაზე მიაძახებდა ხოლმე ნიკა რაც ნათიას ძალიან აბრაზებდა თითქოს ნაკლი იყო ქალაქელობა... იმ დღის შემდეგ ნათია ხშირად დაყვებოდა მამიდას სკოლაში...ერთ დღესაც მამიდა სკოლიდან მხიარულ ხასიათზე დაბრუნდა ოჯახის წევრებს უკითხავდა ერთ-ერთი მოსწავლის თავისუფალ თემას ." მე რომ დიდი გავიზრდები არ გეწყინოს მასწავლებელო და თქვენს ნათიას ცოლად მოვიყვან გვეყოლება ბევრი შვილები და მერე აღარასდროს ვიჩხუბებთ" რათქმაუნდა ძნელი მისახვედრი არ იყო რომ თემის ავტორი სწორედ ნიკა გახლდათ...ოჯახი მხიარულად შეხვდა ამ ამბავს ბიძიამ ნათიას გახედა უნდა გაგათხოვოო მშვენიერი ბიჭია..დიდედამ შეიცხადა მაგისთვის ვზრდი შვილთაშვილსო...ნათიას შერცხვა და ისევ ატირდა ნიკას გამო და არა პირველად...მეორე წელს ნათიაც წავიდა სკოლაში რათქმაუნდა ქალაქში წაიყვანეს მშობლებმა..მაგრამ მამიდას ყოველ შაბათ კვირას სტუმრობდა...ნიკაც ყოველ პარასკევს ელოდა ნათიას გამოჩენას იცოდა რომ მის ჭიშკართან ჩაივლიდა მანქანით და მოჰკრავდა თვალს მაგრამ თუ მამა არ მოიყვანდა და მარტო მოვიდოდა ხომ სულ გაუმართლებდა სახლამდე მიაცილებდა და გზაშიც კარგად გააბრაზებდა..ასე ჩხუბში გაიარა წლებმა...

ბავშვები წამოიზარდნენ ნათიას რაც წლები ემატებოდა უფრო და უფრო ლამაზდებოდა..უკვე სოფელსაც აღარ სტუმრობდა ხშირად... ექვი თვეა სოფელში აღარ ყოფილა...იმ დღესაც დაირეკა ბოლო ზარი ნათიამ მეცხრე კლასი დახურა წარმატებით და დამსახურებული დასვენებაც მიიღო დღესვე მიდის სოფელში ორ საუკეთესო დაქალთან ერთად მთელი ერთი თვით...

სოფელში საღამოხანს ავიდნენ მარშუტიდან ჩამოსულ გოგოებს დახმარება წამში შესთავაზეს მეზობელი უბნის ბიჭებმა თუმცა გოგოებმა უარი განაცხადეს რადგანაც ნათიამ იცოდა რომ ეს გაცილება მისი უბნის ბიჭებთან ჩხუბს ნიშნავდა...image
და სახლისკენ გაუდგნენ გზას ნათიას მზერა ნაცნობი ჭიშკრისკენ გაექცა მაგრამ იქ ვერავინ დაინახა არ ესიამოვნა მაგრამ საკუთარ თავსაც არ გამოუტყდა...

სოფლის ახალგაზრდობა სტადიონზე შეკრებილიყვნენ და შეჯიბრი მოეწყოთ ველოსიპედებით გამარრჯვებული კი ნიკა იყო როგორც ყოველთვის და თავი ამაყად ეჭირა გოგოების გარემოცვაში..ნათია უბნელებს მიესალმა რამოდენიმეს დაქალებიც გაცნო და საღამოს თამაშზე ასვლი პირობაც დადო...ნიკა შორიდან უყურებდა და ბრაზობდა ნათია რომ ყურადღებასაც არ აქცევდა.გოგოები ბავშვებს დაემშვიდობეს და გზა განაგრძეს ნიკას გულმა ვერ მოუთმინა ძმაკაცს გადაულაპარაკა გავყვეთო და ველოსიპედებით დაედევნენ გოგონებს..გოგოებს უსიტყვოდ ჩაუქროლეს გიჯები ჩაილაპარაკა ლინდამ და გზა დაუთმო ...როგორც კი თვალს მოეფარენ ნიკამ ველოსიპედი მოაბრუნა და ისევ გოგოებისკენ დაიძრა თავში ბოროტმა აზრმა გაუელვა გოგოების შეშინება გადაწყვიტა იმ იმედით რომ გზას დაუთმობდნენ გოგოები განზე გადგნენ მაგრამ ნათია არ განძრეულა არ ეგონა თუ დაეტაკებოდა ნიკამაც სცადა გაეჩერებინა მაგრამ უკვე გვიან იყო ნათიას მოკლე შორტები ეცვა და ამიტომ იოლად შეძლო ველოსიპედის ბორბალმა კანის დაზიანება ...ნათიამ ფეხს დახედა და სისხლის დანახვაზე ტკივილისგან სახე დაეგრიხა ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა

-რა ქენი სულელო?ასე რატომ გძულვარ ...ნიკა სასწრაფოდ ჩამოხტა ძირს და ნათიას შეშინებული მივარდა დასახმარებლად..ნათიას ფეხს დახედა და შერცხვა ეხლა ნათიას ტკივილი მასაც ეტკინა...

-მძულხარ? ნუ სულელობ...შენი ბრალია რატომ არ გაიწიე...

-აჰა, ჩემი ბრალი ყოფილა...

-გტკივა?

-არა პირიქით ძალიან სასიამოვნოა..

-მაპატიე ... ნიკამ პატიება იმდენად გულით ითხოვა თავადაც გაუკვირდა ნათია კი დააბნია...

-ეს ხომ დამამჩნდება..

-ძალიანაც კარგი მუდამ გემახსოვრები..მაინც ვერავინ დაინახავს რას ჯავრობ...

-მართლა როტომ თვალებს დახუჭავენ?

-არა! ასეთ მოკლე შორტებს და კაბებს აღარ ჩაგაცმევ და მარტო მე დავინახავ..ასე რომ დარდის მიზეზს ვერ ვხედავ...

-იოცნებე...

ნიკას ბეჭი გაჰკრა და თუმცა ფეხი ძალიან ტკიოდა გამართული ნაბიჯებით გაუდგა გზას...გოგოები უხმოდ გაყვნენ...მიხვდნენ რომ ის ბიჭი ნიკა იყო...

ნათიამ არავის გაუმხილა სიმართლე სახლში თქვა რომ დაეცა რის გამოც გოგოების რისხვაც დაიმსახურა...

-რატომ მოიტყუე? რატომ არ უთხარი სიმართლე ბიძაშენს?ეხლავე შენს მამიდაშვილებს დაურეკე და ყველაფერი მოუყევი ჭკუა ასწავლონ...

-სოფო გთხოვ გაჩერდი...

-ლინდა შენ მაინც უთხარი რამეე ასე უნდა შეარჩინოს?

-სოფ გაჩერდი ... ყველაფერს თავად მოგვარებენ ....ნათ მოდი ფეხს დაგიმუშავებ და შეგიხვევ..როდესაც სპირტი დაასხა ნათია თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლებს გზა მისცა...

-გიჟები ხართ ორივენი..სოფომ კარები გაიჯახუნა და გარეთ გავარდა...

-გტკივა?

-ამდეხანს სიტყვიერად მამწარებდა ეხლა კი მგონი დაღი დამატყო და თანაც სამუდამოდ...ასე რატომ ვერ მიტანს?

-ვერ გიტანს? სულელო უყვარხარ...

-უყვარვარ არა! ხოდა ძალიანაც კარგი აწი ვანახებ როგორ უნდა გამწარება...

საღამოს გოგონები სტადიონზე ავიდნენ თამაშის სანახავად ფეხბურთის ჩემპიონატი ტარდებოდა სოფლებს შორის და ნიკაც თამაშობდა...

ნათიას ამჯერად იმაზე მოკლე შორტი ეცვა ვიდრე დილით და კარგად ჩანდა ნიკას ჩადენილი საგმირო საქმე..

გოგოების გუნდი იკრიბებოდა ფრემბურთში ნათია და სოფო დაემატნენ გუნდს პირველი თამაში ხვალ ქონდათ ლინდამ კი მაყურებლის როლი ამჯობინა...

ზაფხული მხიაულად დაიწყო გოგოები დროს მშვენივრად ატარებდნენ შუადღეზე მდინარეზე საღამოს სტადიონზე...გოგოების მოგებას მოგებაზე დებდნენ და უკვე ფაორიებადაც ივლებოდნენ.. ნიკა სულ ნათიას ირგვლივ ტრიალებდა უკვე აღარ ცდილობდა მის გაბრაზებას პირიქით იცავდა სხვისგან ხან ღიად და ხანაც ფარულად..იმ ფაქტმა რომ ნათია ერთ ერთი გუნდის კაპიტანს შეუყვარდა საშინლად გაცოფა და მოსვენება დააკარგია თან ხედავდა რომ ნათიაც არ იყო ამ გრძნობის წინაღმდეგი...

ეგონა დალაპარაკებით მოაგვარებდა საქმეს მაგრამ აღმოჩნდა რომ მეტოქეს სერიოზული გეგმები ქონდა და განზე გადგომას არ აპირებდა რასაც ჩხუბი მოყვა.ბიჭებმა ძლივს გაშველეს..წამში მთელმა სტადიონმა გაიგო რომ ნიკამ და გიორგიმ ნათიას გამო იჩხუბეს.რამაც ნათიას გაბრაზება მოყვა...სულ დავიწყდა მის წინ მდგარი დასისხლიანებული გიორგი ნიკას საძებნელად გავარდა...

რომელიც ლევანს იქვე მდგომ სპორტ სკოლაში აეყვანათ...ნიკა გასახდეში იჯდა თავდახრილი და შეკრულ მუჭებს დასჩერებოდა რომლიდანაც სისხლი სდიოდა ლევანი კი თავზე ადგა და საყვედურობდა...ნათიას დანახვაზე კი ოთახიდან გავიდა...

-რა გინდა რა ჯანდაბა გაჩხუბებს? რატომ ალაპარაკე ყველა ჩემზე? მე რა შენი საკუთრება ვარ?ვინ ხარ რომ ...

-თავი შეგაცოდა შენს გამო მცემესო?

-ჩემი თვალით დავინახე ყველაფერი...და არც შენ ხარ ნაკლები ნაცემი..ეს როგორ გაუბედეს უბნის ყველაზე მაგარ ბიჭს?...

-ეგ ცინიზმი იმისთვის შემოინახე...შენს გვერდით აღარ დავინახო...

-დაინახავ ძალიან ხშირად და შენ ნებართვის აღებას არ ვაპირებ...რას მიზამ?

-შენ ვერაფერს მაგრამ იმას ვცემ...

-სადამდე?

-სანამდე ჯინაობას არ მორჩები და არ შეწყვეტ მასთან ურთიერთობას...

-ვინ ხარ ჩემთვის რომ ვინმეს სიყვარული ამიკრძალო?

-ადამიანი რომელსაც დანახვის დღიდან უყვარხარ და გულში უზიხარ...

-შენ რა იცი სიყვარული..შენ ერთადერთი რაც შეგიძლია არის ნერვები მომიშალო და ცხოვრება გამირთულო..გაფრთხილებ დღეიდან ჩემს ცხოვრებაში არ ჩაერევი ჩათვალე რომ არ მიცნობ...

-შენ უბრალოდ ჩემს ჯინზე ხვდები მას...

-ხო მართლა? იქნებ მიყვარხარ კიდეც ...

-გიყვარვარ მაგრამ ვერ ხვდები ჯერ მაგას...

-ავადმყოფი ხარ..

-თუ არა აქ რატომ ხარ?ეხლა მასთან არ უნდა იყო?

-იმიტომ რომ ცხოველი ხარ და მცხვენია გიორგისი მარტო იმისთვის რომ გიცნობ...ეხლა წავალ მასთან ...შენ კი სხვამ დაგამშვიდოს...

-წადი...

-კიდევ კარგი რომ მიშვებ თორემ რომ გეთქვა არ წახვიდეო ფეხს ვერ გადავდგამდი...

- ნუ მიწვევ...

-თორემ?

ნიკა გიჟივით წამოხტა და წამში კართან გაჩნდა კარი შიგნიდან გადაკეტა და თავად კარებთათან ჩაჯდა ..

-ხოდა ახლა აღარ გიშვებ...სცადე და წადი...

ნათიას ხმა არ ამოიღია ხვერწნას ნიკასთან ნამვილად არ აპირებდა სკამის კუთხეში ჩამოჯდა კარგახანს იჯდენ ორივენი ჩუმად ბოლოს ნიკა წამოდგა კარგი გააღო და ნათიასკენ არც კი მოუხედავს ისე გავიდა ოთახიდან...

ნათიამ ცოტახანს დაიცადა და ისიც გაყვა უკვან გაუკვირდა როცა ნიკა კარებთან იდგა..ნათიას დანახვაზე "ჩაგვკეტეს" ჩაილაპარაკა და ისტერიკული სიცილი აუტყდა ....

-რა გაცინებს დებილივით სადამდე უნდა ვიყოთ აქ?

-მთელი ცხოვრება არა მაგრამ დილამდე მოგვიწევს ალბათ მერე მოვა ვიღაც და გაგვიღებს კარებს...

-გოგოები მომძებნიან ...

-კი თუ უკვე სახლში არ გონიხარ მათ...

-ლევანმა იცის რომ აქ ვართ .. ხომ მოვა და გაგვიღებს? ნათიამ საათს დახედა უკვე ცხრა იყო დაწყებული მალე დაღამდება...

-ხო თუ თავად მან არ ჩაგვკეტა?კმაყოფილებას ვერ მალავდა ნიკა კიბის საფეხურზე ჩამოჯდა...

-რა გაცინებს? გამიყვანე როგორც გინდა აქედან...ნათია კიბის კუთხეში ჩამოჯდა....ისევ სიჩუმე ჩამოწვა...ნათიამ ნიკას გახედა გახეთქილი წარბიდან ისევ სისხლი დიოდა..

-გტკივა?

-არა! სისხლიან ხელეს დახედა ნიკამ...

ნათიამ ყელსახვევი მოიხსნა და ნიკას გაუწოდა..."შეიხვიე ხელი"

-არმინდა...

-მომეცი ხელი შეგიხვიო...

ნიკამ ხელი გაუწოდა და თვალს არ აშორებდა ნათიას მაცდურ ღიმილს...

-უნდა გტკიოდეს ღირსი ხარ მაგრამ მერე მე დამბრალდება...ასე სჯობს სახლში კი სპირტით დაიმუშავე ინფექცია არ შეგეჭრეს..

-არ დაგაბრალებენ შენი ბრალი იქნება...მადლობთ ჩემზე ასე რომ ზრუნავ.

-როგორ მითხარი? შრამით მუდამ გაგახსენდებიო ახლა მეც იგივეს გეუბნები ეს შრამი ყოველთვის ჩემს თავს გაგახსენებს...

-შრამის გარეშეც ისედაც არა დამავიწყდებოდი არასდროს...

-ეგ არავინ იცის ინებ წლების მერე ერთმანეთი ვერც კი ვიცნოთ...-

-წლების მერე ჩემს ბავშვობის სურვილს ავიხდენ...გახსოვს მამიდაშენს რა დაუწერე მეორე კლასში? რაც არ უნდა მოხდეს შენ მუდამ აი აქ იქნები ნათიას ხელიანი ხელი გულთან მიიტანა ნიკამ...image
მერე ისე რომ მისთვის ხელი არ გაუშვია კიბეს აუყვა ნათიას უნდოდა გაეპროტესტებია ხელი გაეშვებინებია მაგრამ ძალა არ ეყო ამის სათქმელად..ეხლა ნიკაში შველას ხედავდა ეიმედებოდა...პირველად ნიკას გვერდით თავი მშვიდად იგრძნო.

სიმაღლის შიშის მიუხედავად არ შეიმჩნია და ნიკას უხმოდ მიყვა ფრთხილად ჩაიარეს სახანძრო კიბე და ნიკა ჩახტა...

-ნათი ჩამოხტი დაგიჭერ...

-შენ გენდო, შრამი ხომ მაქვს შენს გამო და ეხლა სულ მომტეხავ ფეხს...

-ნუ ჩამოხტები ქვემოდან მშვენიერი ხედია საყურებლად...

"დამპალო " გადმოხტა და წამში ნიკას მკლავებში მოექცა...

-დასვი ეხლა....

-იყავი არ მიშლი...

-კარგი შეგიძლია სახლამდე მიმიყვანო...

-მიგიყვანდი მაგრამ მეშინია შენმა ბიჭმა არ იეჭვიანოს...image

-მე შენი გოგოების უფრო მეშინია...ისედაც ვერცერთი გოგო ვეღარ მიტანს...

-ხო აბა როგორ გინდა როცა ორ კაპიტანს ერთდროულად ეპრანჭები...ერთს უნდა დაჯერდე...

- ერთს ხომ მაგრამ შენში არავის ვეცილები მათვის დამითმიხარ...ნიკას ვარაუდი მართალი აღმოჩნდა კარები ლევანმა ჩაკეტა და გოგოებს უთხრა რომ ნიკამ ნათია სახლში გააცილაო..სახლში მისულმა გოგოებმა არ შეიმჩნიეს რომ არ იცოდნენ სად იყო ნათია და მოიტყუიეს მეგობართან დარჩაო...

ნათიამაც მოაღწია სახლამდე როგორც იქნა და გოგოებმაც ამოისუნთქეს..

-თქვენ ნორმაურები ხართ სად მიმატოვეთ?

-რა მოხდა ჩქარა მოყევი სად იყავი დაკარგული არც ნიკა ჩანდა....არ ისვენებდა სოფო...

-შენ კიდე გეგონა რომ სძულდი თურმე ცდებოდი..

-ნეტა არ შევცდარიყავი...

-რატო ამგობ ეგრე ნათი?

-არვიცი არამგონია ჩვენს შორის რამე გამოვიდეს ეგ რომ ჩემებმა გაიგონ მომკლავენ...

-რატო?

-არვიცი მიზეზის გარეშე ნიკასთვის არ გვემეტებითო...

იმ დღის მერე ყველაფერი აირია და გართულდა ნათიას ნიკაზე ფიქრმა მოსვენება დააკარგია...

დღეები კი სწრაფად მიქროდნენ. გიორგიც შემოეჩვია უბანს ხშირად სტუმრობდა ნათიას გამო...იმ დღის შემდეგ ნიკასთან აღარ უჩხუბია ეხლა უკვე ორივე თავისებურად ცდილავდა ნათიას გულის მოგებას.გიორგის ნათიას გულის მოგებაში მეგობარი გოგონა ეხმარებოდა რომელიც ნიკაზე იყო შეყვარებლი...

ასე რომ მოსაწყენად არავის ეცალა ყოველი დღეს წინაზე საინტერესო და კარგი იყო....

ნიკა ცდილობდა რომ მუდამ ნათიას ირვგვლივ ეტრიალა. ყოველთვის ცდილობდა რომ ნათიათან ერთად დაბრუნებულიყო მდინარიდან გიორგის თავიდან მოსაშორებლად კი ათას ხრიკს იგონებდა თან ხომ გაგიგიათ როცა საკუთარ სტადიონზე იბრძვი უფრო იოლია მოგება...რის გამოც ნათიამ მისი დასჯა გადაწყვიტა ნიკას და ლევანის ტანსაცმელი მოპარა და მიწაში დამარხა...ლევანის იმიტომ რომ იცოდა აუცილებლად ათხოვებდა ნიკას ტანსაცმელს..ბავშვებო ჩვენ მივდივართ ვინ მოდიხართ სახლებში...

რათქმაუნდა პირველი გიორგი წამოდგა ....

ყველა წავიდა ნიკას და ლევანის გარდა...

"დამაცადე ქალბატონო გაჩვენებ როგორ უნდა ჩემთან თამაში"

დაბინდებამდე მოუწიათ ლოდინი აბა როგორი იყო მთელი სოფელი გაევლოთ საცვლებით...ვისთვის გაემხილათ რომ გოგომ გაუჩალიჩათ....

ბიჭებმა სახლამდე მიაღწიეს მოწესრიგდნენ და სტადიონზე წავიდნენ საღამოს ხომ ნათია და სოფო თამაშობდნენ..წვიმა წამოვიდა მაგრამ თამაში მაინც არ გადადეს სტადიონი დაცარილელდა თამაშის ორგანიზატორებმა შენობაში შეაფარეს თავი და იქ ელოდნენ თამაშის დასრულებას.. სტადიონზე მსაჯი, ნიკა, გიორგი, ლინდა და ლევანი დარჩნენ..სველ ბალახზე ნათიას ფეხი აუცდა და დაეცა წამოდგომა სცადა მაგრამ ტკივილმა შეაწუხა და დაწოლა არჩია ნიკა წამში მასთან გაჩნდა...

-როგორ ხარ ნათი?

-მტკივა...მგონი მოვიტეხე ეს ფეხი...

-მოდი დაგეხმარო აგაყენო...

-ცოტახანს მაცადე ცოტა გამიაროს...

-მოიცა ხელში აგიყვან ...თანხმობას არც დალოდებია ხელში აიტაცა და სტადიონიდან გაიყვანა ნიკამ...სკამზე დასვა ყველანი შემოეხვივნენ...ნიკა გაეცალა ლევანიც თან გაყვა...

თამაში გოგოების გამარჯვებით დასრულდა და ფინალში თამაშიც გაინაღდეს...

მაგრამ ნათიას სამი დღე წოლის ფასად დაუჯდა...თუმცა გოგოებს არც სახლში მოუწყენიათimage

ნიკა მთელი თამაში თვალებით ეძებდა ნათიას...

რამაც ლევანის გაბრაზება გამოიწვია რამ დაგაშტერა ვისზე ფიქრობ?თამაშზე იფიქრე წავაგებთ..

-არავისზეც არ ვფიქრობ...

-ოღონდ ეხლა აზრზე მოდი და საღამოს სახლში მივაკითხოთ...

-კი აბა რა მიპატიჯებულიც ვართ...და რა ვუთხრა მისიანებს?

-სავალდებულოა იმათმა გაიგონ...

-მაგარი ხარ ძმაო...

გოგოებს უკვე ეძინათ როცა ბიჭები ეზოში ჩაიპარნენ და ფანჯარაზე კაკუნით გაღვიძეს...პირველი სოფოს გაეღვიძა...

-შენ აქ რა გინდა?

-ჩუმად სოფ ნუ ყვირიხარ...

-ნათიას ამბავი მაინტერესებდა... საუბარზე ლინდას და ნათიასაც გაეღვიძათ..

-გაგიჯდი ახლავე წადი აქედან ჩემებს გაეღვიძებათ...

-ხოდა გამოდით გარეთ ...

-მეტი საქმე არ მაქვს...ახლავე წადი...

-ხოდა გაიგოს შენებმა...

-ჩქარა დაითანხმე ჩემს ბეჭებზე დგახარ არ დაგავიწყდეს...უჩურჩულა ლევანმა

-კარგი ნიკა უკანა ეზოში გადით ჩუმად და ჩვენც გამოვალთ დათანხმდა ნათიას მაგივრად სოფო...რომელსაც ლევანი შეცოდა...

გოგოები ფეხაკრებით გაიპარენ ოთახიდან...

კარგახანს ისაუბრეს ჩუმად ხუთივემ...

ოთახში დაბრუნებული გოგოები კი მამიდამ გამოიჭირა?

-სად იყავით?

-საპირფარეშოში... სწრაფად უპასუხა ლინდამ

-ხო მერე საპირფარეშო რომ მაქეთ არ არის?

-ვაშლი მომინდა და მოსაკრეფად წავიყვანე ესენიც მაგრამ სიბნელეში ვერაფერი დავინახე ავალ ფანარს გამოვიტან არ დაიბნა სოფო და ოთახში ავიდა...

-წადით ბავშვებო დაიძინეთ ისევ ბიძიამ იხსნა გოგოები მამიდის დაკითხვიგან...

-გადავრჩით...მაგრამ მგონი ბიძია მიხვდა რომ მოვატყუეთ...თქვა სოფომ და ლოგინზე გაიშხლართა ...სადაცა გათენდება როგორ მეძინება...

-ნათი რომელი მოგწონს შენ მაინც ხვდები?მოულოდნელი კითხვა დასვა ლინდამ და პასუხის ლოდინში გაიტრუნა

-არვიცი..გიორგი მომწონს მაგრამ ნიკასთან რაღაცნაირად მიჯაჭვული ვარ...რაც ჩემი თავი მახსოვს მახსოვს ნიკაც..

-მგონი ნიკა მართალია შენც გიყვარს მაგრამ ვერ ხვდები შენ...

-არაა ! ეხლა არა დრო სიყვარულის...

-მაშინ ორივეს აუხსენი ეს ყველაფერი ..არცერთს რომ არ ქონდეს იმედი...

-კარგი რა მოიცა ლინდა მშვენივრად ვერთობით..ორივე მაგარი ბიჭია ზაფხული დამთავრდება და ეგ ამბებიც დამთავრდება საზაფხულო რომანია რა... ჩაერია საუბარში სოფო...

-შენ გაჩუმდი ცანცარა... ორივემ ერთხმად შეუტიეს სოფოს....შენ რა გაგეგება ნეტა ურთიერთობების...

-ვითომ? მაშინ რაგაცას გეტყვით თქვენ კი მყარად დაჯექით...

-აბა გისმენთ ამჯერად რითი უნდა გაგვაკვირვო?

-შეყვარებული ვარ! გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს და ლოგინში ჩაწნენ...

-რომელი უბედური მოგენატრა ეხლა და აღმოაჩინე რომ გიყვარს დათო, გოგა თუ ის შებერტყილი ლადო...

-არცერთი ლინდა აქვეა და ის ლევანია..

-რა?ორივე ერთდროულად წამოხტნენ ლოგინიდან...

-რაც გაიგონეთ ამჯერად სოფომ გადაიფარა თავზე საბანი და გოგოები გაოგნებული დატოვა..ხომ ვამბობდი გჟიათქო ჩაილაპარაკა ლინდამ და დასაძინებდად დაწვა..

ნათია დაფიქრდა ლინდას ნათქვამზე და ცდილობდა ურთიერთობა აეწყო გიორგისთან და ნიკა სამუდამოდ ამოეშალა მისი ცხოვრებიდან და გულიდან...მაგრამ ნიკა ამის საშვალებას არ აძლევდდა ყოველთვის მის გვერდით იყო და ყოველთვის იცოდა რა სურდა მას..ოთხი დღე გავიდა ნიკამ ნათია სალაპარაკოდ ვერ გამოიჭრა მის ირგვლივ სულ გიორგი იყო...იმ საღამოსაც ნათია დაგიორგი ერთად იჯდნენ და ფეხბურთს უყურებდნენ მათ უკან კი ლინდა, სოფო ლევანი და ნიკა იჯდნენ...

ნათიას შეაჟრჯროლა...

-შეგცივდა?ჩუმად უჩურჩულა გიორგიმ

-ცოტა...

სწორედ ამ დროს ნიკამ თავისი სპორტული ზედა მოახურა ნათიას...ის ხომ ვერ გაიგონებდა ჩემს ნათქვამს...როგორ მიხვდა რომ მციოდა...ნუთუ მას მართლა ვუყვარვარ ნუთუ ის მართლა ჩემი ბედისწერაა...საღამოს ყველა ერთად წამოვიდნენ სტადიონიდან გიორგი ნათიასთა ერთად..ლევანი სოფოს ერთად ...უკან კი ლინდა და ნიკა მოდიოდნენ...

-კარგი წავედი.როგორც ჩანს ჩემებს დავავიწყდი ... უთხრა ლინდამ როცა იმ ადგილს მიუახლოვდა როცა სხვადასხვა გზით უნდა წასულიყვნენ..

-ხვალამდე ლინდა...

ნათიას გაახსენდა რომ ჯერ კიდევ ნიკას სპორტული ზედა ეცვა დამელოდე მიაძახა გიორგის და ნიკასკენ გაიქცა...

ნიკა ნათიას დაძახილზე გაჩერდა და მობრუნდა...

-შენი ზედის მოსაცემად მოვედი..მადლობა...

-არ გაიძრო შეგცივდება ხვალ დამიბრუნე..

-კარგი..მაშინ წავალ..

-წადი თორემ გიორგი უკვე ანერვიულდა ხედავ ჩვესკენ მოდის...

როგორც ჩანს ჩემი ძალიან ეშინია..

-რატომ უნდა ეშინოდეს შენი..

-იმიტომ რომ შენ მე გიყვარვარ...

ამ დროს გიორგიც მოვიდა....

-რამე პრობლემა?

-არა არანაირი ნებას გაძლევ ჩემი შეყვარებული სახლამდე მიაცილო...

-მე შენი შეყვარებული არ ვარ...

-გუშინ შენს ფანჯარაზე ამომძვრალს რატომ არ მითხარი ეგ თუმცა რა შტერი ვარ ტუჩები დაკავებული გვქონდა

-წავიდეთ გიო ნიკა როგორც ყოველთვის ცინიზმის ხასიათზეა...

-ხო მართლა გამახსენე და შენს ყელასხვევს დაგიბრუნებ იმ დღეს სპორტსკოლაში ხელი რომ შემიხვიე...

გიო სიბრაზისგან გაწითლდა ნიკასკენ გაიწია მაგრამ ნათიამ გაჩერა...'გეყოფათ"

ორვიე წადით სახლში არცერთის დანახვა არ მინდა....

-როგორც შენ იტყვი ნათი ... დროებით ლოყაზე აკოცა გიომ წავიდა...

-შენს გასაგონადაც ვამბობ....

-რავქნა ჩემო გოგო ხომ იცი მე ბრძანებების შესრულებას არ ვარ ნაჩვევი...

-ბოროტი ხარ..რატომ არ მაცდი მშვიდად ცხოვრებას.

-გაიგე სულელო ბავშვო მე ვარ შენი მშვიდი ცხოვრება....რა გავაკეტო რომ ამას მიხვდე...

-მძულხარ ...

-მე უფრო მიყვარხარ....

-არ მჭირდება შენი სიყვარული გაიგე ერთხელ და სამუდამოდ...

-სხვა გზა არ გაქვს უნდა შემიყვარო თან არამგონია გიორგის ისევ მოუნდეს იმ გოგოსთან ურთიერთობა ვინც საათობით ბიჭთან იკეტება სკოლაში და ღამით ვიღაც ბიჭს უღებს საძინებლის ფანჯარას...

ნათია მოუბრუნდა და ისეთი სილა გაარტყა ნიკას თვალს დაუბნელდა...საღოლ კარგი დარტყმა იყო...

თუ გინდა მეორე ლოყასაც მოგიშვერ მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება შენ მაინც ჩემი გოგო იქნები...ნათიამ მეორე ხელი მოუქნია მაგრამ ამჯერად ნიკამ ხელი დაუკავა მისკენ მიიზიდა და გულში მაგრად ჩაიკრა...image

-მიყვარხარ მეთქი სულელო ბავშვო და აღიარე რომ შენც გიყვარვარ ნურც თავს იტანჯავ და ნურც მე მიშლი ნერვებს...

-როგორ მიგახვედრო რომ არაფერი გამოვა...

-რატომ გონია რომ იმას ჩემზე მეტად უყვარხარ?

-არ მგონია ... არც მასთან არაფერი გამოვა....ის წავა ჩემი ცხოვრებიდან შენ კი ასე თუ ისე ჩემი ბავშვობის ნაწილი ხარ და ვერ ამოგშლი ასე რომ შევეცადოთ ორივემ და ვიმეგობროთ...მეტს ნურაფერს მოითხოვ ჩემგან..

-მეგობრობიდან სიყვარულამდე არც ისე შორია...


იმ ღამეს ნათიას ერთი წამით არ სძინებია...გულში ნიკას ზედა ქონდა ჩაკრული და ტიროდა თუმცა რატომ პასუხი არც მაშინ ქონდა და ვერც წლების მერე იპოვა...მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ მათი სიახლოვე უკვე შესამჩნევი გახდა ...ლევანი და ნიკა სულ ნათიას ეზოს სიახლოვეს ტრიალებდნენ..ბიჭების მშობლები ხუმრობდნენ შვილებს სახლში ვაღარ ვაჩერებთ დასაძინებლადაც აღარ მოვლენ მალე სახლშიო...

მერე ყველა ახმაურდა, გამოჩნდენ კეთილის მსურველები...

მამიდას ყურამდეც მივიდა ეს ამბები...

მერე წავიდა ჭკუის დარიგებები..არც კი გაიფიქრო თორემ მამაშენს დაურეკავ და დღესვე გაგიშვებ სახლში..იქ რომ ყოფილიყავით მხიარული რომანი გაგახსენდებოდათ "აკოცა კინაღამ აკოცაო"

ამასობაში ზაფხულიც დასასრულს მუახლოვდა...გოგოებმა ფინალი მოიგეს ბიჭები მეორე ადგილას გავდნენ ვინაიდან პრიზად ფულადი თანხა იყო გადაწყვიტეს ექვსკურსია მოეწყოთ...დიდი ხვერწნა მუდარის შემდეგ გოგოებიც გაუშვეს...იმ პირობით რომ ნიკას ხმასაც კი არ გაცემდნენ...მაგრამ დაპირება რათქმაუნდა შეუსრულებელი დარჩა..

მშვენიერი ორი დღე გატარეს მაგრამ ყველაფერი კარგი ხომ მალე მთავრდება..

უკვე სახლში ბრუნდებოდნენ ნათიას ნიკას მხარზე ტკბილად ეძინა ნიკაც ბედიერი იყო საყვარელი ადამიანის სიახლოვით მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა რომ მსგავსი დღე აღარ იქნებოდა მათ ცხოვრებაში..image

ვინაიდან დათქმულ დროზე ადრე ჩამოვიდნენ გოგოებს არავინ დახვდა..


-ხვალ მივდივართ...

-ვიცი...

-ალბათ მომავალ ზაფხულს ისევ ჩამოვალთ...

-ყველაფერი კარგად იქნება ..ეს ერთი წელი და უნივერსიტერში ჩავაბარებ მერე სულ ერთად ვიქნებით..

-მეტს ნუღარ წამოხვალ არ მინდა დაგვინახონ...

-დროებით ნათი

-მშვიდობიით...

მერე ერთმანეთს ჩაეხუტენ და თითქოს დრო გაჩერდა...image

ნიკამ პირობა შეუსრულა ნათიას და იმ უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა რომელშიც ნათიას უნდა ჩაებარებინა... მერე ისევ ახმაურდნენ კეთილის მსურველები და ნათია მშობლებმა სასწავლებლად საზღვარგარეთ გაგზავნეს...

ასე დასრულდა მათი ბავშვური... სიყვარული ნუთუ ის გრძნობა არ იყო ნამდვილი?

მე არ შემიძლია ამის დაჯერება...

ნათია და ნიკა ერთმანეთს წლების შემდეგ შეხვდნენ თქვენ წარმოიდგინეთ და სოფოს და ლევანის ქორწილში... თუმცა მათ სიყვარულის ისტორიას გაგრძელება აღარ ქონია....

ფიქრებიდან ჩემი მეგობრის ხმამ გამომიყვანა...

-ბევრი გალოდინე?

-არაუშავს...

-რა გჭირს?

-არაფერი ბავშვობა გამახსენდა ..რამდენი გვითამაშია ამ ეზოში...

-ნეტა იმ დროს ....ეხლა რომ ბავშვობაში დამაბრუნაა...

-ნეტა რამე თუ შეცვლიდნენ?

-ვინ?

-დაივიწყე....წავედით მომენატრეეე მთელი ორი დღე გვაქვს საჭორაოდ....

დ ა ს ა ს რ უ ლ ი ......

4
261
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
261
  
2016, 24 მარტი, 19:40
დასასრულს რაც შეეხება ყველაფერი ლამაზად ხომ არ სრულდება
2016, 24 მარტი, 19:40
მადლობა რომ კითხულობთ ჩემს ნაწერებს ...
2016, 24 მარტი, 19:32
ლამაზად წერ ყოველთვის საინტერესოა შენი ნაწერების წაკითხვა თუმცა დასასრული არ იყო სასიამოვნო მინდა გითხრა :(
0 1 4