x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ყველაზე საჭირო და ყველაზე ამაღელვებელი "პროფილი" ამ გადაცემის ისტორიაში
გადაცემა "პროფილი" ქართული სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთი გამორჩეული და
პოპულარული შოუა, თუმცა ხშირად საოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა.
უფრო მეტად კი მის წამყვას, მაია ასათიანს აკრიტიკებენ.

image

არ დავმალავ ზოგიერთ გადაცემაზე მეც გავღიზიანებულვარ, მაგრამ 25 თებერვლის
"პროფილი", ნამდვილად ის გადაცემა იყო, რომლის ყურებამაც დარწმუნებული ვარ ნებისმიერ ჩვენგანს აუჩუყა გული, უფრო მეტიც საკუთარ გულებში ჩაგვახედა და
დაგვანახა ის რასაც ყოველდღიურად ვხედავთ, მაგრამ არ ვიმჩნევთ.
ეს იყო გადაცემა ადამიანებზე, რომლებიც ჩვენი დროის ცხოვრებისეულ გაჭირვებებსა და განსაცდელებს, მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებითა და პატიოსანი შრომით
ებრძვიან.
თითოეულ მათგანს ინდივიდუალური ისტორია აქვს, თუმცა მათ ერთი რამ, მაინც
აერთიანებთ და ეს ადამიანობაა!
გადაცემის გმირები ახალგაზრდები არიან, რომლებიც საკუთარი ასაკის
მიუხედავად, მათთვის სრულიად შეუფერებლ სამუშაოს ეწევიან და ამით ოჯახებს
ეხმარებიან.
გარდა ამისა გადაცემის პირველი ნაწილი მცირე წლოვანი ბავშვების ქუჩაში ვაჭრობასა
მუშაობას დაეთმო, გადაცემაში მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ, ბავშვთა უფლებათა
დამცველი ანდრო დადიანი, სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე,

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დამფუძვნებელი სალომე ნამიჭეიშვილი,

ასევე ჟურნალისტები, დავით ქაშიაშვილი, თეონა ცხომელიძე და მარიამ გაფრინდაშვილი.

იმედი მაქვს მაია ასათიანი კვლავ გააგრძლებს მსგავსი ადამიანური გადაცემების კეთებას


და საზოგადოებას თვალის გახელაში დაეხმარება.

განსაკუთრებით კი იმ ადამიანებამდე მიიტანს მთავარ სათქმელს, რომლებსაც მარტივად

ძალუძთ ამ ხალხის დახმარება და ხელშეწყობა.

საქართველოს ტელე-სივრცეში არსებული პოპულარული ყველა გადაცემა თუკი ამ

ხედვებით იხელმძღვანელებს, დარწმუნებული ვარ, რეიტინგი არ მოაკლდებათ და

საზოგადოებასაც საინტერესო გადაცემებს შესთავაზებენ.

საქართველოში უამრავი განსაკუთრებული და დასაფასებელი ადამიანია, რომლებსაც

ასპარეზზე გამოსასვლელად მცირე ბიძგი სჭირდებათ, ყველა გადაცემაში "სკანდალური" ელიტის მოწვევა, საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებს ვრ წყვეტს.


0
250
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0