x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ადამიანის აღნაგობასა და ხასიათს შორის კავშირი

imageროგორც ვიცით
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის სულის შესახებ, მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ
კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია,
არამედ ადამიანი როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება. ფსიქოლოგიის ისტორიაში
არსებობდა მრავალი მინდინარეობა, რომელიც ადამიანის ბუნების ახსნას განსხვავებული მეთოდით
ცდილობდა. ერთ-ერთი ასეთი მიმდინარეობა კონსტიტუციური თეორიების სახელით იყო ცნობილი, რომელსაც მე-20 საუკუნეში ფიზიონომიკის პრინციპი დაედო საფუძვლად. მისი ერთ-ერთი წარმომადგენელია ერნესტ კრეჩმერი. გაზომვის შედეგად კრეჩმერმა დაავადებულ პაციენტებში კონსტიტუციის მიხედვით შემდეგი ტიპები გამოყო: ასთენიკური, პიკნიკური, ათლეტური.
ასთენიკური (ლეპტოსომური) აგებულების ადამიანის სახე, რომელიც კვერცხის ფორმის შთაბეჭდილებას ტოვებს გამხდარი და ფერმკრთალია. მოგრძო, ვიწრო და მკვეთრად მოხაზული. წაგრძელებული, წვეტიანი ცხვირი, რომელიც შევარდნილ ნიკაპთან ერთად სამკუთხა პროფილს ქმნის. წვრილი კისერი. მისი სხეული წვრილია, გამხდარი, სისხლნაკლული კანით. გულმკერდი ჩავარდნილი აქვს, მუცელი შეწეული, მხარ-ბეჭი ვიწრო, კიდურები წვრილი, სუსტად განვითარებული კუნთები.


პიკნიკური აგებულების ადამიანისათვის დამახასიათებელია ფართო, რბილი, მსხვილი სახე, რომელიც თავის ფორმის მოყვანილობას ეხამება. კისერი მოკლე და მუცელი საკმაოდ დიდი. სხეულს მიდრეკილება აქვს სიმსუქნისადმი. ასეთი ადამიანი უფრო დაბალია და სიმელოტისკენ აქვს მიდრეკილება.


ათლეტური აგებულების ადამიანის ჩონჩხი და კუნთები მძლავრად განვითარებულია. ათლეტის თავი ძვლოვანი რელიეფით და გამოხატული თავით ეყრდნობა მაგარსა და მაღალ კისერს. გულ-მკერდი და მხრები ფართოა. მთელ ტანზე და განსაკუთრებით კიდურებზე აქვს მძლავრად განვითარებული კუნთები.


კრეჩმერმა ხასიათის 2 ტიპი გამოყო: შიზოთიმიკური და ციკლოთიმიკური. სცადა დაედგინა კავშირი ჯანმრთელი ადამიანის ხასიათსა და კონსტიტუციას შორის. როგორც აღმოჩნდა, შიზოთიმიკის სხეულის აგებულება ასთენიკურია, ციკლოთიმიკისა კი-პიკანტური.


ციკლოთიმიკური
ხასიათის ადამიანი არის: 1.გულღია, გულკეთილი, გულრწფელი, ალერსიანი 2.მხიარული, იუმორის გრძნობით, მოძრავი. ცოცხალი, მგზნებარე 3. ჩუმი, რბილი, მშვიდი, შთაბეჭდილებიანი. ეს ნიშნები ხშირად ცვლიან ერთმანეთს. წამყვანია პირველი რიგის ნიშნები. ისინი უფრო გულღია, გულკეთილი ადამიანები არიან, როლებთანაც ადვილია ურთიერთობა. ადვილად უგებენ ადამიანებს, ესმით ხუმრობა. ღებულობენ ცხოვრებას ისე, როგორიც იგი სინამდვილეშია. მათი ქცევა ყოველთვის
ბუნებრივია, დაუძაბავი. მათ არსში არის ერთგვარი სირბილე და სითბო.


თუ ციკლოთიმიკში ამ სამი რიგი ნიშნებიდან სჭარბობს აგზნებული, ჭარბად მხიარული, ოპტიმისტური განცდები მაშინ შეიძლება ითქვას, რომ იგი ჰიპომანიაკალური მდგომარეობისკენ იხრება. ხოლო, როდესაც უფრო დამახასიათებელია დაწეული
ბუნებაგანწყობლება, ჭარბი შთაბეჭდილებიანობა, მოწყენილობა, მაშინ ასეთი ციკლოთიმიკი დეპრესიისა და მელანქოლიისკენ იხრება. ციკლოთიმიკში ჰიპომანიაკალური და მელანქოლიური ნიშნები ხშირიად გადაჯაჭვულინი არიან ერთმანეთზე და ხშირად ცვლიან ერთმანეთს, ამ ორი თვისების, დეპრესიისა და აგზნებულის ერთმანეთში შეჭრას კრეჩმერი დიათეტურ პროპორციას უწოდებს.


ასთენიკურ აგებულებას ნორმაში შეესაბამება შიზოთიმიკური ტემპერამენტი. კრეჩმერი გამოყოფს შიზოთიმიკის ნიშნების სამ ჯგუფს, რომლებიც თავს იჩენენ მის ქცევაში:


1.ჰიპერესტეტური-ზედმეტად მგრძნობიარე, ტაქტიანი, დელიკატური, სენტიმენტალური, ესთეტი, ბუნების და წიგნის მოყვარული, მორცხვი.


2.შიზოთიმიური საშუალო- ცივი, გულდახურული, ენერგიული, თანმიდევარი, სერიოზული, სისტემური, იუმორს მოკლებული.


3.ანესტეტური- ინდიფერენტული, პედანტი, ადაიანების მიმართ გულგრილი და უგრძნობი.


შიზოთიმიკისათვის
დამახასიათებელია აგზნებულად მგრძნობიარე, სენტიმენტალურ განცდებსა და ცივ, ინდიფერენტულ მდგომარეობათა ურთიერთში გადახლართვა, მათ შორის გადასვლები, გულდახურულობა, თავის თავში ჩაკეტილობა, სოციალური კონტაქტის სიძნელე. როდესაც შიზოთიმიკის ნიშნები სუსტადაა მოცემული მაშინ შიზოთიმიკურ ნორმალურ ადამიანთან გვაქვს საქმე, მაგრამ თუ ეს ნიშნები გამწვავდა მივიღებთ შიზოიდურ ფსიქოპატს, ხოლო უკიდურესი გამწვავების შემთხვევაში კი-შიზოფრენიას.


ათლეტური აგებულების ადამიანს კრეჩმერის მიხედვით ნორმაში შეესაბამება ვისკოზური ტემპერამენტი. მერყეობს ექსპლოზიურ ( ფეთქებადი) და ფლეგმატური ტეპერამენტის გამოვლინებებს შორის. თუ მერყეობა გამწვავდა, საქმე გვაქვს ეპილეპტოიდთან. უკიდურესი გამწვავების შემთხვევაში კი მივიღებთ ეპილეპტიკს. ნორმაში გვაქვს ბარიკინეტური ტემპერამენტი, ასეთ ადაიანს სავსებით ადექვატური
რეაქციები აქვს გამღიზიანებლის მიმართ. თანმიმდევარია, ნელი, მოუქნელი, მაგრამ ძლიერი.


მიუხედავად მისი პოპულარობისა, ამ თეორიას სხვადასხვა კუთხით აკრიტიკებენ: 1)აიზენკის მიხედვით კრეჩმერის თეორიისათვის არსებითი კავშირი დიაგნოზსა და სხეულებრივ აგებულებას შორის მეთოდოლოგიური არტეფაქტია, რადგან ენდოგენური
ფსიქოზების გამოვლენის ასაკი განსხვავებულია შიზოფრენიკებთან და დეპრესიის მქონე პაციენტებთან.


2)კრეჩმერის თეორია გენეტიკურ ფაქტორებს გადამწყვეტ როლს ანიჭებს და ფაქტობრივად სხვა ფაქტორების როლს უარყოფს.


3)არ იძლევა ქცევის წინასწარმეტყველების საშუალებას, არ მოიცავს და არ გვაწვდის ქცევის შეცვლის მეთოდებსა და საშუალებებს.


4)ოლპორტის მიხედვით, არ არის სწორი ის პირდაპირი დამოკიდებულება ნორმასა და დაავადებას შორის, რომელსაც კრეჩმერი თავის თეორიაში ამტკიცებს, სახელდობრ: თუ პიკნიკური აგებულების ადამიანს თავისი ცხოვრების მანძილზე ფსიქიკური დაავადება უწერია, ის აუცლებლად მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით დაავადდება, ხოლო ასთენიკები კი-შიზოფრენიით.


5)დღეისათვის ეს თეორია მიუხედავად პრობლემების მიმზიდველობისა, ისტორიის კუთვნილებაა.

0
221
შეფასება არ არის
ავტორი:მარი დავითოშვილი
მარი დავითოშვილი
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0