x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
პლატონი - მსოფლმხედველობათა გზაგასაყარზე

image ანტიკური ფილოსოოფიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია პლატონი, რომლის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა დაახლოებით ძვ.წ. 429-427 წლებს ვარაუდობენ. მასზე დიდი გავლენა მოახდინა სოკრატემ, მისმა მასწავლებელმა. თითქმის სრულიად იზიარებს ფილოსოფისის იდეებსა და საკუთარ დიალოგებში მთავარი პერსონაჟის ფუნქციას ანიჭებს.
პლატონი მდიდარი ოჯახიდან იყო, რაც ხშირად აძლევდა მოგზაურობის საშუარებას. ამ გზით შეისწავლა აღმოსავლეთში მათემატიკა და იტალიაში უშუალოდ გაეცნო პითაგორელებს.
პლატონის ფილოსოფიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სოკრატეს, მის გავლენას განიცდის მრავალ ასპექტში, რაც განსაკუთრებით შეიმჩნევა მოღვაწეობის პირველ ეტაპზე, როცა სოკრატე ცნებებს იდეებად აქცევს. ხოლო მოგვიანებით აღარ ცდილობს საგნებში თავისთავადი არსის, იდეების ცოდნას. ეს საკითხი არასაკმარისად მიაჩნია ყოფიერებისთვის. პლატონის ფილოსოფიის ძირითადი მიმართულება ზოგადის ძიებით ხასიათდება.
პლატონი წერდა დიალოგებს, რომლებიც ხშირად ურეზულტატოდ სრულდებოდა, ეს ფორმალური „ურეზულტატობაც“ სოკრატესგან გადაიღო. ამ გზით პლატონი ცდილობდა, თანამოსაუბრე დაეფიქრებინა და აზროვნება ესწავლებინა.

ის აქტიურად უპირისპირდება სოფისტებსა და სოფისტურ მოძღვრებას, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი მოძრავია და ამავდროულად ადამიანს
აღიარებდნენ ყველაფრის განმსაზღვრელად. პლატონმა რამდენიმე დიალოგი მიუძღვნა სოფისტებს.image მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „თეეტეტის“. სოფიზმი ეს იყო პარველი ნაბიჯები იმ მოძღვრებამდე, რასაც დღეს ფოლოსოფიას ვუწოდებს. ამ პირველ ეტაპზე ნაკლებად უღრმავდებოდნენ საკითხებს, ხშირად ზერელე, ფუჭი დამოკიდებულებას აფიქსირებდნენ. მათი იდეების საპირისპიროდ, პლატონი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ცოდნა შერძნებაა და ერთი და იგივე საგანი სხვადასხვანაირად აღიქმება, როგორც ერთ ინდივიდის, ისე რამდენიმეს მიერ. იგი გულისხმობს ორ მხარეს შეგრძნებასა და შეგრძნებადს, აქტიურ და პასიურ მხარეს. სწორედ ამ დუალიზმიდან წარმოიშობა ყველაფერი.
პლატონი დაუპირისპირდა ჰერაკლიტესა და ჰერაკლიტელებს მუდმივობის საკითხში. პლატონი აღიარებდა საგნებს შორის ზოგად მიმართებებს, რომელიც კი არ შეიცნობა, არამედ გაიაზრება.
იგი დაუპირისპირდა აგრეთვე ელეებს, რომელთა იდეოლოგია სოფისტების საპირისპირო იყო. ისინი ყველაფერს მყარად თვლიდნენ, სრულიად უარყოფდნენ
მოძრაობას. აღიარებდნენ ერთს, როგორც ყველაფრის არსს. პარმენიდე ამ ერთის განსასაზღვრად ორ სახელს იყენებდა, რაც პლატონის კრიტიკის საგანი გახდა. ასევე უარყოფს აბსოლიტურ ერთს, რომელიც ყოველივეს მოიცავს და რომლის გარეშეც არაფერი არ არსებობს, მაგრამ სრულიად არ უგუვებელყოფს (ელეურ ერთს), მას საკუთარ ინტერპრეტაციასა და ადგილს უჩენს საკუთარ ფილოსოფიაში. პლატონი უშვებს მის მრავალგვარობას სხვადასხვა იდეების სახით. იგი ყველაფრის მიუხედავად მრავალ საკითხში ეთანხმება ელეებს, თუმცა მისი მსოფლმხედველობა ეს არის, რაღაც შუალედი სოფიზმსა და ელეურს საფუძვლებს შორის, ფილოსოფიის განვითარების ახალი ეტაპი.
image პლატონის დამოკიდებულება მატერიალისტების მიმართ მტრული იყო, რაც განსაკუთრებით ატომისტების მიმართ გამოიხატა. თავის კრიტიკებში მათ არ უთმობს დიდ ადგილს, თუმცა უარყოფით დამოკიდებულებას, მაინც აღნიშნავს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პლატონისა და დემოკრიტეს ფილოსოფია რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მატერიალიზმი და იდეალიზმი უპირისპირდება ერთმანეთს, თუმცა აქტიურად განიხილავენ გარკვეულ იდეოლოგიურ კავშირებს. კერძოდ, მუსიკის თეორიაში, ასტრონომიაში, მათემატიკასა და ნატურფილოსოფიაში. ზოგჯერ, პლატონის მოძღვრებაში ცარიელის ცნებას დემოკრიტეს ატომის თეორიიდან აღებულად მიიჩნევენ.
დიდი დაპირისპირება აღინიშნება მატერიალიზმსა და იდეალიზმს შორის, ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში, თუმცა, სწორედ, ეს დაპირისპირება გახდა კატალიზატორი
მომავალი განვითარებისა და წინსვლისაკენ ფილოსოფიაში.

0
256
7-ს მოსწონს
ავტორი:თამმარ თედიაშვილი
თამმარ თედიაშვილი
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0