x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რა არის ალტრუიზმი და არსებობს თუ არა ის სინამდვილეში?

რა უბიძგებს ადამიანებს სხვების დასახმარებლად საკუთარი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ დააყენონ? რა არის ის, რაც მათ შთააგონებს, დათმონ დრო და ენერგია, გაიღონ თანხები სხვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მაშინ, როდესაც რეალურად არაფერს იღებენ ამის სანაცვლოდ? ალტრუიზმი გულისხმობს უანგარო მზრუნველობას სხვების მიმართ, მოქმედებებს, რომლებიც უბრალოდ დახმარების სურვილიდან გამომდინარეობს და არა ვალდებულებებიდან ან რელიგიური შეხედულებებიდან.


ყოველდღიური ცხოვრება პატარ-პატარა ალტრუისტური ქმედებებით სავსეა; დაწყებული, თუნდაც, მაღაზიის თანამშრომლიდან, რომელიც თავაზიანად გიღებთ კარს, როდესაც მისკენ მიიჩქარით, დამთავრებული ქალით, რომელიც ქუჩაში უსახლკაროს ოც დოლარს აწვდის. ახალი ამბები ხშირად ალტრუიზმის ისეთ ფაქტებზე ფოკუსირდება, როგორიცაა, წყალწაღებულის გადასარჩენად მდინარეში გადახტომა, ან რომელიმე დიდსულოვანი დონორის მიერ ქველმოქმედებისათვის ათასობით დოლარის შეწირვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის შეიძლება ალტრუიზმი საკმაოდ კარგად ნაცნობი გრძნობაა, სოციალური ფსიქოლოგები ინტერესედებიან, თუ რატომ და საიდან ჩნდება ის, რა იწვევს ასეთი კეთილი ქმედებების ჩადენას, რა უბიძგებს ადამიანს სრულიად უცხოს გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს.


ალტრუიზმს სოციალური ფსიქოლოგები პროსოციალურ ქცევად განიხილავენ.
პროსოციალურად მიიჩნევა ნებისმიერი ქმდება, რომელიც სხვა ადამიანების სასიკეთოდაა მიმართული. გახსოვდეთ, რომ "წმინდა წყლის ალტრუიზმი" ნამდვილ თავდადებას გულის ხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ალტრუისტული აქტი პროსოციალურია, ყველა პროსოციალური ქცევა სრულად ალტრუისტული შეიძლება არ იყოს. მაგალითად, შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით- დანაშაულის გრძნობის, მოვალეობის, ვალდებულების ან თუნდაც რაიმე სარგებლის გამო ვეხმარებოდეთ სხვებს.

ფსიქოლოგები ალტრუიზმის გამოვლენის მიზეზების რამდენიმე განმარტებას გვთავაზობენ.


ბიოლოგიური მიზეზები:

ნათესაური შერჩევა - ჩვენ შეიძლება მეტად ალტრუისტულები ვიყოთ ნათესავების მიმართ, ვინაიდან ეს ზრდის იმის ალბათობას, რომ სისხლით ნათესაობა მომავალ თაობებს ჩვენს გენებს შეუნარჩუნებს და გადასცემს.



ნევროლოგიური მიზეზები:



ალტრუიზმი ტვინში დაჯილდოების ცენტრს ააქტიურებს. ნევროლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ალტრუისტული ქმედებების დროს ტვინის სიამოვნების ცენტრები აქტიურდებიან.



სოციალური ნორმები:

საზოგადოების წესებმა, ნორმებმა და მოლოდინებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანების ალტრუისტულ ქცევებში ჩართულობაზე.რეციპროკულობის ნორმა ისეთი სოციალური მოლოდინია, რომლის დროსაც დახმარების ვალდებულებას იმ ადამიანების
მიმართ ვგრძნობთ, რომლებსაც ჩვენთვის როდისმე ხელი გაუმართავს. მაგალითად, თუკი მეგობარს რამდენიმე ხნის წინ ლანჩისთვის თანხა გამოართვით, სავარაუდოდ, თავს ვალდებულად იგრძნობთ, ასესხოთ მას საჭირო თანხა, როდესაც ის, დავუშვათ,
ას დოლარს გთხოვთ.


კოგნიტური მიზეზები:

მიუხედავად იმისა, რომ ალტრუიზმი უანგარო ქცევებს გულისხმობს, შეიძლება შეუმჩნეველი კოგნიტური სტიმულები არსებობდეს. მაგალითად, შესაძლოა სხვებს საკუთარი მწუხარების შესამსუბუქებლად ვეხმარებოდეთ ან მათ მიმართ კეთილგანწყობა განგვიმტკიცებს იმ აზრს, რომ ჩვენ კეთილი, ემპათიური ადამიანები ვართ.


ალტრუისტული ქმედების რამდენიმე კოგნიტური ახსნა:

ემპათია:ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ადამიანები უფრო მეტად ჩადიან ალტრუისტულ ქმედებებს, როდესაც გაჭირვებული ადამიანის მიმართ ემპათიით განიმსჭვალებიან. ასეთი ვარაუდი ემპათიურ-ალტრუისტულ ჰიპოთეზადაა ცნობილი. ჰიპოთეზის თანახმად, ემპათია და ალტრუიზმი თანდაყოლილი თვისებებია და როგორც მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, ბავშვები ემპათიური გრძნობების განვითარებასთან ერთად უფრო მეტად ალტრუისტები ხდებიან.დახმარება ნეგატიური განცდებისგან გვათავისუფლებს.

სხვა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ალტრუისტული ქცევები იმ ნეგატიურ გრძნობებს ამცირებებენ, რომლებიც სხვისი გაჭირვების თვითმხილველობამ წარმოშვა. ეს იდეა განისაზღვრა, როგორც ნეგატიური მდგომარეობის შემამსუბუქებელი მოდელი. არსებითად, სხვისი პრობლემების დანახვისას ჩვენ ვდარდობთ, ვწუხვართ ან თავს არაკომფორტულად ვგრძნობთ, ამიტომ დახმარების აღმოჩენა ნეგატიური გრძნობების შემსუბუქებაში გვეხმარება.




თეორიების შედარება:

ალტრუიზმის ძირითადი გამომწვევი მიზეზები და არსებობს თუ არა "წმინდა, " "სუფთა" ალტრუიზმი - ეს ორი საკითხი სოციალურ ფსიქოლოგებს შორის მწვავე განხილვის საგანია. ნამდვილად გაგვაჩნია თუ არა "სუფთა" ალტრუიზმის გრძნობა, როცა სხვებს ვეხმარებით? არის თუ არა სარგებლიანობის ფარული მოლოდინი ჩვენს ალტრუისტულ ქცევებში?


ალტრუიზმის მკვლევარ ბატსონის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები უფრო ხშირად ეგოისტური მიზნებისთვის მიმართავენ ალტრუიზმს, "სუფთა" ალტრუიზმი მაინც არსებობს. მკვლევარი ჩიალდინი და მისი მხარდამჭერები კი ამ მოსაზრების საპირისპიროდ ვარაუდობენ, რომ სხვების მიმართ გამოჩენილი ემპათია
საკუთარი თავის დახმარების სურვილითაა ნაკარნახევი.



თ.დავითაშვილი

image

0
870
2-ს მოსწონს
ავტორი:ერიკა ენივეი
ერიკა ენივეი
870
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0