x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
ყველაზე ლამაზი და ცნობადი დედა-შვილები
image
ქართულ შოუბიზნესს არაერთი ლამაზი ქალბატონი ამშვენებს. ეს სტატია კი მათზეა, ვის სილამაზესაც უკვე მისი ქალიშვილი ჩრდილავს.


მოდელ ნინო ცქიტიშვილს 17 წლი ქალიშვილი თაკო ნაცვლიშვილი ჰყავს. გოგონა უკვე მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობადი. თაკო მონაწილეობას იღებს Versace-ეს, Giorgio Armani-ის, Dolce & Gabbana-ს, Elie Saab-ის, Christian Dior-ისა და სხვა ცნობილი სამოდელო სახლების ჩვენებებში.
image
ქართველ სექსსიმბოლოდ წოდებულ შორენა ბეგაშვილს ერთი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე ჰყავს. გოგონა წამოიზარდა და სილამაზით დედაც კი დაჩრდილა. ევა ჯერ სკოლაში დადის, მომავალი პროფესია კი ჯერ არ აურჩევია.

image
მოდელ კრისტი ყიფშიძეს ერთი ქალიშვილი, ნატალია ჰყავს. გოგონა ჯერ სკოლის მოსწავლეა, თუმცა დედის გვერდითაც ხშირად შენიშნავთ, წვეულებებსა თუ შეხვედრებზე. კრისტი ქალიშვილს ბავშვობიდან ასწავლის და აჩვევს საზოგადოებაში მოქცევის წესებს.image

მაია ჯაბუას ქალიშვილი ლიზა ყენია ბავშვობიდან სცენაზე დგას. გოგონამ დედის პროფესია აირჩია, თუმცა მის ჩრდილქვეშ არ მოქცეულა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლიზა საკუთარი თაობის ყველაზე პოპულარული მომღერალია.image


ნინი ბადურაშვილი დედის, ეკა კახიანის მსგავსად მომღერალია, თუმცა პოპულარობით ოჯახის ყველა წევრი დაჩრდილა. მას ორი და ჰყავს, ანასტასია და ქეთო. უდავოა, ოჯახში ლამაზმა ქალბატონებმა მოიყარეს თავი.image

ჟურნალისტ ეკა ხოფერიას, ულამაზესი ქალიშვილი ანანო ლევიძე ჰყავს.image

ერთ-ერთმა სააგენტომ კესარია აბრამიძე და დედამისი ყველაზე ლამაზ ქართველ დედა-შვილად დაასახელა. თავად კესო კი აღნიშნავს, რომ მისი სილამაზე წორედ დედის დამსახურებაა.image

ნანა ნებიერიძე საზოგადოებამ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით გაიცნო. მას ულამაზესი ქალიშვილი ნინა ჯაფარიძე ჰყავს.

image

1
1181
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1181
  
2016, 2 თებერვალი, 9:56
კარგი სტატია
0 1 1