სხვა საქართველოს როლი მსოფლიოში 2016, 2 თებერვალი, 1:47 "ევროპა და განსაკუთრებით რუსეთი ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ისტორიული მისია შეასრულა საქართველომ ევროპის წინაშე, თავისი საუკუნოვანი ტანჯვით, თავისი უშიშარი ბრძოლით.ქართველი ერი - ეს არის ჭეშმარიტი ჯვაროსანი ერი. როგორც ჯვაროსანი რაინდის ცხოვრება, ამ ერის ცხოვრებაც იყოფოდა ლოცვად და სისხლიან ბრძოლად მუსულმანთა წინააღმდეგ. ათას წელზე მეტია ამ ერს ხელიდან არ გაუგდია ხმალი და თუ ბევრი მათგანის სამოსზე არ იყო გამოქარგული ქრისტიანული ჯვარი, ის სამაგიეროდ ჩაქარგული იყო ყოველი ქართველის გულში.საქართველო ამრიგად გადაიქცა ევროპისა და ქრისტიანობის მოსაზღვრე ციხე-სიმაგრედ, რომელიც პირველ და ყველაზე საშინელ დარტყმას თავის თავზე იღებდა. ევროპის ამ პატარა მოკავშირემ მისი უსაფრთხოებისთვის უდიდესი ისტორიული წვლილი შეიტანა. ყველაფრის მიუხედავად ამ ერმა შეინარჩუნა თავისი სილამაზე, ენა, კულტურა და რათქმაუნდა სარწმუნოება. 456 13-ს მოსწონს
|