x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
11 ფოტოსურათი, დამადასტურებელი იმისა, თუ რა ვრცელია სამყარო და რა ნამცეცაა ჩვენი პლანეტა - დედამიწა
ჩვენი მშობლიური პლანეტა - დედამიწა ერთი შეხედვით უზარმაზარი გვეჩვენება, მაგრამ ეს ასე სულაც არაა. ის მხოლოდ ერთი ნამცეცა წერტილია უკიდეგანო სამყაროში. ამ პოსტში წარმოდგენილი ფოტოსურათები ნათლად გვიჩვენებს, თუ რა პატარაა დედამიწა. ყველა ჩვენგანის ვალია, მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ ამ მტრედისფერ წერტილს კოსმოსში, ჩვენს ერთადერთ და მშობლიურ სახლს.

მოდით, თვალი გადავავლოთ ამ ფოტოებს, რათა პერსპექტივაში დავინახოთ დედამიწა.


1. ეს ფოტო გადაღებული იქნა 2013 წელს კოსმოსური აპარატით Cassini, მასზე ისრით ნაჩვენებია დედამიწა 1, 4 მილიარდი კილომეტრი მანძილიდან.


image




2. ამ გამოსახულებაზე მოცემულია შედარება ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტისა და იუპიტერზე არსებული წითელი ლაქის ზომებისა. როგორც ხედავთ, იუპიტერზე მქროლავ გიგანტურ შტორმს მთელი კონტინენტის შთანთქმა შეუძლია.


image



3. სატურნის რგოლები-გასაოცარი სილამაზის კოსმოსური სანახაობაა, მაგრამ ეს რგოლები სატურნს გაცილებით უფრო უხდება, ვიდრე დედამიწას.


image



4. სატურნის რგოლები უზარმაზარია. მათ ზომაზე რომ წარმოდგენა გქონდეთ, ასეთი შედარების მოყვანაა შესაძლებელი: ამ რგოლებზე თავისუფლად დაეტევა დედამიწის ზომის 6 პლანეტა. სატურნის რგოლები მილიონობით ყინულის ლოდისა და ნამსხვრევისაგან შედგება. მათგან ყველაზე დიდის დიამეტრი ერთი მეტრია.


image



5. მარსი შეიძლება კაცობრიობისათვის მეორე სახლი გახდეს, რადგან ეს დღესდღეობით ერთადერთი პლანეტაა, რომელზედაც შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა, თუმცა ეს პლანეტა გაცილებით პატარაა, ვიდრე დედამიწა.


image



6. ყველაზე მაღალი მთა მზის სისტემაში-ოლიმპოს მთაა მარსზე. მისი სიმაღლე 26 200 მეტრია. ეს მთა რომ დედამიწაზე იყოს, მთლიანად დაფარავდა, მაგალითად, არიზონას შტატს.


image



7. იუპიტერის მთვარე-იო წარმოადგენს მზის სისტემის გეოლოგიურად აქტიურ ობიექტს 400 მოქმედი ვულკანით. შედარებისათვის, მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკაში მხოლოდ 100 მოქმედი ვულკანია.


image



8. იუპიტერის მეორე მთვარე-ევროპა თითქმის 4-ჯერ პატარაა დედამიწაზე, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მასზე გაცილებით მეტი წყალია, ვიდრე დედამიწის ყველა ოკეანეში ერთად აღებული.


image

9. მზის მასა მთელი მზის სისტემის მასის 99, 86 %-ს შეადგენს. ჩვენი მნათობი იმდენად დიდია, რომ მასში 1, 3 მილიონი დედამიწა გამოიჭრებოდა.


image



10. მაგრამ მზე არც ისე დიდია, როგორც ჩვენი მშობლიური გალაქტიკა-ირმის ნახტომი. დააკვირდით ჩვენი გალაქტიკის სამხრეთ ნაწილში პატარა წერტილს წარწერით "SUN''. აი, სად მდებარეობს ჩვენი ნამცეცა მზის სისტემა ... გალაქტიკა ხომ 100 მილიარდზე მეტი მზისმაგვარი ვარსკვლავისაგან შედგება.


image



11. ეს წითელი წერტილი კი ჩვენი გალაქტიკაა, მილიონობით სხვა გალაქტიკების ქაოსში მოქცეული.


image



და ბოლოს, სტატია მინდა დავასრულო ასტრონომ კარლ საგანის მხატვრული გამონათქვამით: "ჩვენ ვგავართ ფარვანა-პეპლებს, ერთი დღით მოვლენილებს ამქვეყნად და იმ იმედით აღასავსეს, რომ სწორედ ესაა მარადისობა".

1
629
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
629
  
2016, 27 იანვარი, 1:05
რასაინტერესოაა
0 1 1