x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134505
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
რონალდუს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს (ფოტოები)

როგორც ყველას მოგეხსენებათ ირინა შეიკი და კრიშტიანუ რონალდო, ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, დაშორდნენ. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა და რუსმა მოდელმა შეხვედრა 2010 წელს Armani-ის ერთობლივი სარეკლამო კამპანიის შემდეგ დაიწყეს. ახლა კი მადრიდის რეალის ფეხბურთელს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს. კრიშტიანუ რონალდუს კოლუმბიელ მოდელს, ნატალი რიკონს უკავშირებენ.

კრიშტიანუ რონალდუს ახალი მეგობარი გოგონა ყავს, ულამაზესი კოლუმბიელი მოდელი ნატალი რიკონი. მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ საშობაო არდადეგები მაიამიში გაატარა, სადაც ის კოლუმბიელ მოდელ ნატალი რინკონთან ერთად შენიშნეს. ოქროს ბურთის დაჯილდოვების შემდეგ კი მადრიდის რეალის ლეგენდარულ „შვიდიანის“ დიდი ფსიქოლოგიური წნეხის გადატანა მოუხდა, რომელიც ნატალი რინკონთან ერთად მშვენივრად მოახერხა. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, სერიოზულია თუ არა კოლუმბიელი მოდელისა და მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავის ურთიერთობა.








image

















image
















image
























მცირე ბიოგრაფია რონალდუზე:

მთლიანი სახელია - კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ. დაიბადა 1985 წლის 5 თებერვალს. პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად მადრიდის რეალში ასპარეზობს. რონალდუ ასევე პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წევრი და კაპიტანია. მოგებული აქვს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ (2007-08, 2013-14) და ოქროს ბურთი 3-ჯერ (2008, 2013, 2014). კრისტიანო რონალდო დუშ სანტუშ ავეირუ დაიბადა მარია დოლორეს დუშ სანტუშის და ჟოზე დინის ავეირუს ოჯახში. მისი მეტსახელი „რონალდუ“, უკავშირდება აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი იყო. კრიშტიანუს ჰყავს უფროსი ძმა, უგო და ასევე უფროსი დები — ელმა და ლილიანა კატია. რონალდუს დებიუტი ეროვნულ გუნდში 2003 წლის აგვისტოში შედგა, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მან მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ზე და იმავე წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, ათენში.
2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი რონალდუს თანაგუნდელ უეინ რუნისთან მოუვიდა კონფლიქტი, რასაც ამ უკანასკნელის მოედნიდან გაძევება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ახალი სეზონის დასაწყისში ფეხბურთელებმა ერთმანეთში ურთიერთობა მოაგვარეს და განაცხადეს, რომ ყოველგვარი კონფლიქტი ამოწურულია.
2008 წელს კი კრიშტიანუმ ნაკრების რიგებში ევრო 2008-ზე იასპარეზა, სადაც მისი ეროვნული გუნდი გერმანიასთან დამარცხდა, 1/4-ფინალურ სტადიაზე.
2007 წლის 6 თებერვალს რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებს პირველად უკაპიტნა, ბრაზილის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში კამერას შეაფურთხა, რის გამოც სამკლავური ჩამოართვეს. ევრო 2012-ზე რონალდო კვლავ ნაკრების კაპიტანია. ამ ტურზნირზე მან სამი გოლის გატანა მოახერხა.



ტიტულები - საკლუბო:

პრემიერ-ლიგის გამარჯვებული (3): 2006-07, 2007-08, 2008-09
ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებული (1): 2003-04
ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული (1): 2005-06
ინგლისის სუპერთასის გამარჯვებული (1): 2007
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2): 2007-08, 2013-14
ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (1): 2008
ესპანეთის საფეხბურთო თასის გამარჯვებული (2): 2010-11, 2013-14
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული (1): 2011-2012


0
552
4-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
552
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0