x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
უნგრული ნამცხვარი ,,ჟერბო"
imageimageინგრედიენტები:


რძე – 0, 5 ლ.
შაქარი – 1 ჩ. კ.
სწრაფად მოქმედი მშრალი საფუარი – 2 გრ.
ფქვილი – 50 გრ. + შესაზელად რაც საჭირო იქნება
მარგარინი – 250 გრ.
შაქრის პუდრი – 100 გრ.
კვერცხი – 1 ცალი
არაჟანი – 100 გრ.
შაქრიანი ვანილი – 1, 5 გრ.
მარილი – მწიკვი


დაფქული ნიგოზი – 250 გრ.
შაქრის პუდრი – 200 გრ.
გარგრის ჯემი – 300 გრ.
შოკოლადის ფილა – 200 გრ.

კარაქი – 50 -100 გრ.



მომზადება:


1. თბილ რძეში ჩაყარეთ 1 ჩ. კ. შაქარი და საფუარი > თბილ ადგილზე გააჩერეთ, რომ ამოვიდეს > მსხვილ სახეხზე გახეხეთ მარგარინი ფქვილთან ერთად > დაამატეთ 100 გრ. შაქრის პუდრი, საფუარიანი რძე, კვერცხი, ვანილინი, მარილი და არაჟანი > მოზილეთ ცომი, თუ საჭირო იქნება, დაამატეთ ფქვილი > გაყავით ცომი 4 ნაწილად, გააკეთეთ გუნდები, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 30 წთ.

2. საცხობ ფირფიტას წაუსვით კარაქი და მოაფიფქეთ ფქვილი > ნიგვზის ფხვნილი შეურიეთ შაქრის პუდრას > ცომის ერთი გუნდა გააბრტყელეთ 5 მმ-ის სისქეზე და გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე > გადაუსვით ჯემის მესამედი და ზემოდან მოაყარეთ პუდრიანი ნიგოზი > იგივე გაიმეორეთ II და III ფენებთან დაკავშირებით > ბოლოს ფადააფარეთ IV ფენა და ზემოდან დაჩხვლიტეთ ჩანგლით.

image

image

image

3. გამოაცხეთ 180С °, წინასწარ გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 35 - 40 წთ. > გააგრილეთ ნამცხვარი.

image

image

image

4. შოკოლადის ფილა დაამტვრიეთ, შოკოლადიანი თასი მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე და სულ ურიეთ > შოკოლადი რომ გადნება, დაამატეთ 50 გრ. კარაქი, თუ მასა სქელი იქნება, კიდევ 50 გრ. დაამატეთ > როდესაც შოკოლადი და კარაქი გადნება და ერთმანეთს შეერევა, გადაასხით ნამცხვარს თავზე > ზემოდან კარგად გადაასწორეთ > გვერდები ჩამოაჭერით (მოასწორეთ) და როდესაც მინანქარი გაშრება, დაჭერით მართკუთხედებად.

image

imageimage




0
423
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
423
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0