x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
საოცრად ლამაზი პეიზაჟები – კარლ უორნერი

image


ავსტრალიელი ფოტოგრაფი, კარლ უორნერი ამჟამად ლონდონში მუშაობს. მას ირგვლივმყოფები ცოტა უცნაურ ადამიანად მიიჩნევენ: ხელოვანს შეუძლია დიდ ხნის მანძილზე იდგეს და ათვალიეროს ხილი და ბოსტნეული სუპერმარკეტში. მის მიერ შექმნილი პეიზაჟები იმდენად ლამაზი და ფანტასტიურია და ამასთან, რეალურიც, რომ მაშინვე ვერ შენიშნავთ, რომ ნამდვილი არ არის. კარლი ამისთვის სხვადასხვა მასალას იყენებს, თუმცა, ძირითადად საკვებზე ახდენს ფოკუსირებას. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორი წარმოსახვისა და კრეატიულობის უნარს უნდა ფლობდეს ადამიანი, რომ ეს სილამაზე შექმნას.


კარლ უორნერს, რომელმაც რამდენიმე ათწლეული იმუშავა ფოტოგრაფად, შეუძლია ნებისმიერი რამ გადააქციოს პეიზაჟად. ერთხელ როდესაც ბაზარში იმყოფებოდა, სოკო შენიშნა, რომელიც ხეს მიამსგავსა უცხო სამყაროდან.


image


მან გადაწყვიტა წაეღო ის სტუდიაში, შემდეგ კი ბრინჯისა და ლობიოს გამოყენებით შეიქმნა უორნერის პირველი პეიზაჟი საკვებით.


image


ფოტოგრაფი ამბობს, რომ მისი ფოტოები ბავშვებს ჯანსაღად კვების სურვილს უჩენს. "ჩემი ნამუშევრებით ბავშვებს ვეუბნები, რომ დაფიქრდნენ იმაზე თუ რას ჭამენ. ისინი

უყურებენ ჩიფსებსა და კეტჩუპს და ფიქრობენ –"რა გემრიელია!" თუმცა, საკმარისია აჩვენოთ მათ, მაგალითად სტაცური, რომ მაშინვე სახის მანჭვას იწყებენ."

კიტრის ხიდი


image


უორნერი თავისი ნამუშევრის შექმნას შემდეგნაირად იწყებს: თავდაპირველად საკუთარი იდეები ფურცელზე გადააქვს. შემდეგ ყიდულობს ყველა საჭირო პროდუქტს და 2-3 დღის მანძილზე აწყობს ქინძისთავებისა და სუპერ წებოს დახმარებით. ბოლოს, ის სურათს უღებს ძირითად ობიექტს და ასევე უკანა ფონს, ამის მერე კარლი ქმნის ერთიან ფოტოსურათს სპეციალურ პროგრამაში.


მორიელი ჩილის წიწაკისგან

image


კარლ უორნერი ამბობს, რომ მისი ნამუშევრები დიდების მეხსიერებაში "ბავშურ წარმოსახვას" იწვევს. თუმცა, ამან უარყოფითი რეაქციებიც გამოიწვია იმ ადამიანებისგან, რომლებიც მას საჭმლის ტყუილად გაფუჭებაში ადანაშაულებდნენ, მაშინ როდესაც მსოფლიოში ამდენი ბავშვი შიმშილობს.

ყვითელი ოაზისი

image


როგორც ფოტოგრაფი ხსნის, დიეტოლოგები და საქველმოქმედო ორგანიზაციები მის სურათებს ადამიანების დასახმარებლად იყენებენ – " მე არ ვთვლი ამას პროდუქტების ტყუილად გაფუჭებას."


სიმინდის სანთელი

image
თეთრი ციხე-სიმაგრე


image
პარიზის ბულვარი

image


შოკოლადის ექსპრესი

image


გოგრის სამოთხე

image


შობა. გამოიყენება შობის ტრადიციული პროდუქტები: შოკოლადი, ორცხობილა, ვაფლი, სხვადასხვა თხილი... ღრუბლები შექმნილია ქოქოსისა და ნუშის ორცხობილისგან, თოვლი – შაქრის პუდრითა და ვანილით.


image


სოკოს პეიზაჟი

image


ნივრის სოფელი

image


პეიზაჟი თევზისგან

image


მარჯნის კუნძული. სურათის შესაქმნელად გამოიყენეს ქოქოსი, ანანასი, მარაკუია, მანგო, ნესვი, ლაიმი, ლიმონი და სხვა ეგზოტიკური ხილი.

image


ტროპიკული მზის ჩასვლა. სურათის შესაქმნელად მხატვარმა გამოიყენა შებოლილი ორაგული, კარტოფილი, ოხრახუში, ლობიო. ქვიშა – მარილისგანაა; მიწა, კლდეები და კენჭები კი – პურისგან.

image


სანელებლების მდინარე. პეიზაჟი შექმნილია დარიჩინის ღეროების, ყვითელი ლობიოს, ლოტოსისი თესლის, ატრიას, მაკარონის, გოგრისა და სავოის კომბოსტოსგან.

image


პატარა სახლი მთებში
image


ხილ-ბოსტნეულის ბაზარი

image


სირთულით ასეთი პეიზაჟების შექმნა საკვებისგან, არ ჩამოუვარდება ზეთით სურათის დახატვას. ერთი ასეთი ფოტოსურათის გაკეთებას რამდენიმე დღე ჭირდება. თავდაპირველად ესკიზების მიხედვით პროდუქტებს აგროვებენ. შემდეგ 2-3 დღე პეიზაჟის აწყობასა და სურათების გადაღებას უნდა. ამასთან, რადგან პროდუქტები მალე ფუჭდება, თითოეულ სცენას ნაწილ-ნაწილ იღებენ. კიდევ რამდენიმე დღე სჭირდება სურათების რეტუშსა და ცალკეული ელემენტების დაკავშირებას. შედეგად იქმნება დიდებული ილუზია.

imageimage


სარეკლამო ფოტოგრაფიით კარლ უორნერი 25 წელზე მეტხანს. კონკრეტულად პეიზაჟებით კი – 10 წელი. ამ უკანასკნელმა მსოფლიო ცნობადობა 2008

წელს მოუტანა. ინტერნეტის წყალობით მის მიერ შექმნილი ფოტოსურათები დიდი სისწრაფითა და წარმატებით გავრცელდა. იმ დროიდან მოყოლებული უორნერს უამრავი

კომპანია და სააგენტო მიმართავს, რომელთაც სურვილი აქვთ თავიანთი პროდუქტის რეკლამასა და შეფუთვას ისეთივე ცოცხალი იერი ჰქონდეს, როგორიც მის მადის აღმძვრელ პეიზაჟებს აქვს.

imageimage


საბოლოო ჯამში ნამდვილად უჩვეულო ხელოვნების შედვრი იქმნება, რომელიც არ შეიძლება შესაფერისად არ დავაფასოთ. ამასთან, სულაც არ არის გასაკვირი, რომ კარლ უორნერის პოპულარობა დღეს ძალიან დიდია და ბევრი კომპანია ოცნებობს მასთან თანამშრომლობაზე.

სახლი ტყეში

image


ბაზარი სოფელში

image


ულამაზესი ჩანჩქერი

image


მდინარე საოცარი პეიზაჟით

image
გემი კომბოსტოს ტალღებზე

image


საჰაერო ბუშტები სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულისგან

image


ულამაზესი ყურე

image


ოხრახუშის კუნძული

image


კამფეტის კოტეჯი

image




3
709
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
709
  
2016, 15 იანვარი, 17:30
ისე მომეწონა გაზიარება მინდოდა, მაგრამ გაზიარებულიაო და არაო.
ფანტასტიურია
2016, 15 იანვარი, 17:06
ნამდვილად, რა სილამაზეა! მოფიქრება არ უნდა :)
2016, 15 იანვარი, 15:24
მაგარია
0 1 3