x
image
K.P.
"ბევრი ვიტირე წელს და ძალიან დამიბერდა თვალები"-ემოციური წერილი, რომელმაც სოციალური ქსელი ააფეთქა
image
ახალგაზრდა მწერალი ლია ლიქოკელი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, ბევრი გამომწერი და ბეგობარიც ჰყავს, რადგან მისი ჩანახატები მკითხველს ნამდვილად აჯადოვებს. ამჯერად კი მისმა ემოციურმა წერილმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "მენატრება. ხან ისე მენატრება. ზოგჯერ ვფიქრობ, აი მივწერ, ვკითხავ, როგორ არის. ან არ ვკითხავ, ისე მივწერ, როგორც ერთი წლის წინ. თითქოს გუშინაც შევხვდით ერთმანეთს, სადღაც ვიბოდიალეთ, ჭრელი კაბები შევათვალიერეთ, მერე ცხელი გლინტვეინი დავლიეთ, შევთვერით და ვილაპარაკეთ, ვილაპარაკეთ ჩვენს სიმარტოვეზე. ჩვენს კაცებზე. ჩვენს ცხოვრებაზე.

მივწერ, რომ ძალიან დავიღალე და ძალიან მეშინია. რომ ბევრი ვიტირე წელს და ძალიან დამიბერდა თვალები.

რომ ცივი ზამთარი დადგა, მე არაფერი მიხარია, აღარაფერს ველოდები, და ისე მარტო ვარ, ისე მიჭირს, ისე მჭირდება, ვინმემ მითხრას: დამშვიდდი, გოგო.

მაგრამ აღარ იწერება ასეთი წერილები.


რა ძნელია აი, ეს, ტირილის ღამეების წითელი მაკრატლით გადაჭრილი მეგობრობები.

თითქოს კაბა შეგიყვარდა, ფული არ გეყო, ვერ იყიდე და თავს იმშვიდებ, რომ მაინც არ მოგიხდებოდა.

უბრალოდ, ასე გამოდის ხან. დრო გადის, ჩვენ ვბერდებით და ვსუქდებით და აღარ გვეტევა ზოგი ამბავი. და აღარ ვჭირდებით ზოგ ამბავს, უჩვენოდ უფრო კარგად არის.

და ციმციმებს სადღაც, შორ ნისლში, საახალწლო ნათურებივით, იმ ადამიანების ამბავი, ვინც როგორღაც წავიდა, ჩაიარა მდინარესავით, შენ კი დარჩი ამ მდინარეზე ხიდად გადაკიდებული, დამშრალ მდინარეზე, ზამთრის ქვების სიჩუმეში."image

2
634
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
634
  
2015, 11 დეკემბერი, 2:50
კარგი გოგოა , რამდენიმე რაღაც წამიკითხავს მისი
2015, 11 დეკემბერი, 1:16
შესახედავად კაი გოგოა, წერილსაც არაუშავს რა, ცოტა ბოლოში ბუნდოვანი შედარებებია....
0 1 2