x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508481
ტარტალეტკა ქოქოსის კრემით

imageცომისთვის:

დავადნოთ 250 გრამი სამარხვო მარგარინი და დავასხათ 3 ს/კ შაქარს და 2 ჩ/ჭ. ფქვილს. დავუმატოთ 2 სავსე ს/კ. სამარხვო მაიონეზი და 1 ჩ/ჭ. ფქვილში გახსნილი1 ჩ/კ. სოდა ან ერთი პაკეტი გამაფხვიერებელი ფხვნილი, ცოტა ვანილი და სპეციალურ ფორმებში გამოვაცხოთ.

კრემი:
1 ჭიქა ქოქოსის ფანტელს დავასხათ 1 ლ. წყალი და ვხარშოთ მანამ, სანამ სითხე ბლანტი არ გახდება, შემდეგ გადავწუროთ კარგად. 3 ჭიქა ქოქოსის ნახარშს დავუმატოთ 2 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა ფქვილი და კარგად ავურიოთ ერთმანეთში, მთლიან, ერთიან მასად უნდა გადაიქცეს. შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე და თან ვურიოთ. რომ წამოდუღდება, კიდევ 3-4 წუთის განმავლობაში ვშუშოთ და ვურიოთ, რომ არ მიიწვას. გავთქვიფოთ 200 გრ. სამარხვო კარაქი და შევურიოთ გაციებული ქოქოსის კრემი, დავუმატოთ ცოტა ლიქიორი. გამომცხვარ ტარტალეტებში ჩავდოთ რაიმე ჯემი, შემდეგ დავასხათ კრემი და მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელი.
მზა ნამცხვარი შეგვიძლია მოვრთოთ სეზონური ხილით.ეს არის ტარტალეტის სამარხვო ვარიანტი. თუ არ მარხულობთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი მაიონეზი და კარაქი გამოიყენოთ.

0
831
1-ს მოსწონს
ავტორი:თეო777
თეო777
831
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0